მალაიზიის არჩევნებში შოკისმომგვრელი გამარჯვების შემდეგ 92 წლის მაჰატჰირ მუჰამედი მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ლიდერი ხდება
10-05-2018, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მაჰატჰირ მუჰამედი მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ლიდერი ხდება მას შემდეგ, რაც 92 წლის ასაკში მან შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვა მალაიზიის მწვავე საპარლამენტო არჩევნებში.

 


როგორც BBC იუწყება, ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელიც პენსიაზე იყო გასული, პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის ფლანგზე ჩაება და დაამარცხა ერთ დროს მისი პროტეჟე ნაჯიბ რაზაკი, რომელსაც პრობლემები კორუფციული ბრალდებების გამო შეექმნა.

 


მისმა ისტორიულმა გამარჯვებამ მართვის სადავეებს ჩამოაცილა „ბარისან ნასიონალის“ კოალიცია, რომელიც ძალაუფლებაში 1957 წლის შემდეგ იმყოფება.

 


ნაჯიბმა განაცხადა, რომ იგი „მიიღებს ხალხის ვერდიქტს“.

 


საარჩევნო შედეგების გამოცხადების შემდეგ მაჰატჰირის გახარებული მხარდამჭერები ქუჩებში ზეიმის გასამართად გამოვიდნენ.

 


მაგრამ, როგორც BBC იუწყება, კოალიციაში არც ერთ ცალკე აღებულ პარტიას არ აქვს მოპოვებული უმრავლესობა და ახლა მალაიზიის მეფეზეა დამოკიდებული, თუ ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას.

 


„დიახ, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“, განაცხადა მაჰატჰირმა პრეს-კონფერენციაზე ხუთშაბათს, როცა მისი გამარჯვება ნათელი გახდა. მან აღნიშნა, რომ მისი კოალიცია არ შეცდება შურისძიებას, მაგრამ „აღადგენს კანონის უზენაესობას“.

 

 

მან ასევე გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ორი დღე უქმეებად გამოცხადდება, მაგრამ „დასვენების დღეები გამარჯვებულებს არ შეეხებათ“.

 

 

მაჰატჰირ მუჰამედამდე მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ლიდერი ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე იყო, რომელმაც პოსტი 2017 წლის 21 ნოემბერს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, 93 წლის ასაკში დატოვა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი