თურქეთმა ღაზაში პალესტინელების „უღმერთო ხოცვა-ჟლეტაზე“ პასუხისმგებლობა ისრაელთან ერთად აშშ-ს დააკისრა და ორივე ქვეყნიდან თავისი ელჩები გამოიძახა
15-05-2018, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღაზას სექტორში გუშინდელ ხოცვა-ჟლეტას ზოგიერთი ქვეყნის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, ისრაელის უმთავრესმა პოლიტიკურმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

 


თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „აღნიშნულ ტრაგიკულ დღეზე, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პასუხისმგებლობა მთლიანად ჰამასს ეკისრება... ჰამასმა განზრახ და ცინიკურად გამოიწვია ეს პასუხი“.

 


ქუვეითმა „აღშფოთება და წუხილი“ გამოხატა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადებით მიმართა ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ მისი წინადადება შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა.

 


დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ „მსხვერპლის დიდი რაოდენობა უკიდურესად შემაშფოთებელია“, მაგრამ დაამატა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა ყოფილიყო.

 


გერმანიამ განაცხადა, რომ ისრაელს ჰქონდა თავისი თავის თავდაცვის უფლება, მაგრამ ეს პროპორციულად უნდა გაეკეთებინა.

 


საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის სამხედროების მიერ განხორციელებული ძალადობა დაგმო.

 


თურქეთმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად გაიზიარა „უღმერთო ხოცვა-ჟლეტაზე“ პასუხისმგებლობა და ანკარამ ორივე ქვეყნიდან თავისი ელჩები გამოიძახა.

 


თავისი ელჩი გამოიწვია ისრაელიდან ასევე სამხრეთ აფრიკამ, რომელმაც „ისრაელის ბოლო თავდასხმა“ დაგმო.

 


ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა გაერო-ს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს, რომელმაც დაგმო „ისრაელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ათეულობით ადამიანის შოკისმომგვრელი მკვლელობა და ასეულობით ადამიანის დაჭრა“.

 

 

ორშაბათს, ისრაელის ძალებმა სულ მცირე 55 პალესტინელი მოკლეს და 2 700 დაჭრეს ღაზას საზღვრის გასწვრივ, როგორც ეს პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

 

 

„როიტერსის“ ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება საზღვრის გადალახვის მცდელობისას დემონსტრანტებთან მაშინ მოხდა, როცა იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიისათვის ემზადებოდნენ.

 

 

პალესტინელები აღშფოთებული არიან იმით, რომ ისრაელი იერუსალიმს თავის დედაქალაქად მიიჩნევს, მაშინ როცა პალესტინური მხარე წმინდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე თავად აცხადებს პრეტენზიას და აპროტესტებს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით.

 

 

ისრაელის ძალების განცხადებით, ღაზას გასწვრივ შეკრებილი დემონსტრანტები საზღვრის განგრევას ცდილობდნენ და მათ საპასუხო ზომები მიიღეს.

 

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, ამ წმინდა ქალაქში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თავად არ ჩასულა, მაგრამ მისი ვიდეომიმართვა იქ დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები.

 

 

აშშ-ის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ტრამპმა იერუსალიმში მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯერად კუშნერი გააგზავნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი