გიორგი გახარია: აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის, რაც პოლიციამ გააკეთა, თუმცა, ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს - ახალგაზრდებს შევუქმენით
18-05-2018, 19:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის, რაც პოლიციამ გააკეთა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს - ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და კლუბიდან გამოყვანა, აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გააკეთა.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას - თქვენ ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ბავშვურად ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ გატყუებთ - პლენარულ სხდომაზე გახარიამ ასე უპასუხა:

 


„რა თქმა უნდა, მოვუხადეთ ბოდიში. ასევე მოვუხადეთ ბოდიში იმათ, ვინც ამ ემოციურ ფონზე აღმოჩნდა რუსთაველზე და პარლამენტის წინ. აქაც მოვუხადეთ ბოდიში იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ პოლიციის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ეშმაკობა იმისთვის, რომ ამას მოჰყოლოდა ის ფორმები გამოხატვის თავისუფლების, რომელიც იყო. მოვიხადეთ ეს ბოდიში. გავაგრძელო კიდევ? იმიტომ, რომ ამას მოჰყვა გარკვეული რეაქცია და კიდევ ბევრი რამ მოჰყვა და საბედნიეროდ, ყველამ მხარემ გაართვა ამას თავი", განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი