ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ კვირიკაშვილს დასაპატიმრებელ პირთა კონკრეტული პირები ჩამოუთვალა, რომელთა შორისაა ირაკლი შოთაძეც და თუ მათ არ დააკავებენ, აქციები გაგრძელდება
08-06-2018, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა სარალიძე 10 ივნისს ელოდება, რა დროისთვისაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასულმა გამოძიებამ კონკრეტული შედეგები უნდა დადოს და მისი თქმით, ამ საქმესთან დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი გარკვეული პირები, მათ შორის მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე დააკავოს.

 


„თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ 9 საათი სჭირდებოდა ამ კაცის [მირზა სუბელიანის] დაკითხვას? მე არა მგონია რომ დასაკითხად ყოფილიყო იქ. ალბათ მოლაპარაკება მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა“, განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტში საგამოძიებო კომისის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რა დროსაც მან კომისიიდან ეკა ბესელიას აცილება მოითხოვა, და აღნიშნა, რომ ზოგადად, პირველი დაკითხვაა გრძელვადიანი, ხოლო შემდგომი დაკითხვებისას მხოლოდ ინფორმაციების დაზუსტებები ხდება და ის მოკლევადიანი, 1-2-საათიანი პროცედურებია.

 


„10 რიცხვამდე ვადა მივეცი, კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე, რომელთა დაკავების აბსოლუტური საფუძველი გააჩნიათ, თუ არ დააკავებენ, ჩვეულებრივად გაგრძელდება აქციები იმის მოთხოვნით, რომ სამართლიანობა აღდგეს აუცილებლად“.

 


მან დასაკავებელ პირთა შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დაასახელა და თქვა, რომ იგი „იმ დღესვე იყო დასაკავებელი, მაგრამ ფაქტია, რომ არ დაუკავებიათ“.

 


სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის ახლადშექმნილ საგამოძიებო კომისიას ენდობა იმ ნაწილში, რომ „აუცილებლად გამოააშკარავებენ იმ პირებს, ვინც გააყალბა და შეთითხნა ეს საქმე“.

 

 

კომენტარები: 1
#1   dodo
      
სასამართლოს და გამოძიების გარეშე, ალ კაპონესაც ვერ იჭერდნენ ამერიკაში და ეხლა ,,უდანაშაულობის პრეზუმცია", ადამიანის უფლებებიც დავარღვიოთ და ისე დაიჭირო კაცი? ხომ არის შანსი რომ რაღაცა ვიღაცის მიმართ არასწორი ეჭვი არსებობდეს? მიუხედავად იმ უბედურებისა რაც ამ კაცს გადახდა, ეს მოთხოვნა არის ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების საწინაადეგო, უსამართლობის შინაარსის მიდგომებით - რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველა უნდა დაისაჯოს მაგრამ სამართლებრივად და კანონის დაცვით, სწორი გამოძიების მიხედვით და არა პირადი შეხედულებების მიხედვით, მითუმეტეს გამწარებული, თუნდაც მართალი დაზარალებულის აზრით...
9 ივნისი 2018 01:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი