დონალდ ტრამპის განცხადებით, მან კანადაში დიდი შვიდეულის ლიდერებს უთხრა, რომ ვაჭრობაში „ტარიფები და ბარიერები“ არ იქნება
09-06-2018, 22:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის მოლაპარაკებებზე ტარიფების გაუქმების წინადადება წამოაყენა.

 


ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებები დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებთან „უაღრესად პროდუქტიული“ იყო, მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რაც კანადიდან, მექსიკიდან და ევროკავშირიდან აშშ-ში ალუმინის და ფოლადის შეტანაზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების დაწესების ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას ახლდა თან.

 

 

„არა ტარიფები, არა ბარიერები. ეს არის გზა, თუ როგორ უნდა იყოს ეს. და არა სუბსიდირება. მე ისიც კი ვთქვი, ‘არა ტარიფები’“, განაცხადა ტრამპმა და მისი შეხვედრა დიდი შვიდეულის ლიდერებთან აღწერა, როგორც პოზიტიური და „სამართლიანი და ორმხრივი ვაჭრობის საჭიროების“ შესახებ გააკეთა ხაზგასმა.

 

 

ტრამპმა ამერიკის საწინააღმდეგოდ მოქმედი სატარიფო პოლიტიკის წარმოებაში აშშ-ის წინა ლიდერები დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამერიკაში სხვადასხვა პროდუქტის შეტანისას არაფერს იხდის, მაშინ როცა თავის მხრივ აშშ-ს მის ექსპორტებზე მაღალი ტარიფების გადახდა უწევს - მაგალითად, კანადაში რძის პროდუქტების შეტანისას, ანდა ინდოეთში სხვა სახის პროდუქტებზე, ეს კი ამერიკელ ფერმერებს აზარალებს. ტრამპის თქმით, ასე აღარ გაგრძელდება.

 

 

„ჩვენ თუ ავიღებთ ინდოეთს, იქ ზოგიერთ პროდუქტზე გვაქვს 100% ტარიფები, 100% - ჩვენ კი მათ არაფერს ვახდევინებთ. ჩვენ ამას ასე ვეღარ ვიზამთ“, აღნიშნა ტრამპმა.

 

 

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ს უზარმაზარი სავაჭრო დისბალანსი აქვს სხვა ქვეყნებთან, რაც უნდა დაბალანსდეს.  

 

 

„ჩვენ ერთ-ერთ ქვეყანასთან 375 მილიარდი სავაჭრო დეფიციტი გვაქვს. ჩვენ ვერ ვიზარალებთ ასე. ჩვენ დიდი სავაჭრო დისბალანსი გვაქვს და ჩვენ ამის დაბალასნება გვინდა - მხოლოდ დაბალანსება. ციფრები მათ წინააღმდეგ სრულიად ასტრონომიულია“, განაცხადა ტრამპმა.  

 

 

 


ტრამპმა სამიტი ადრე დატოვა, რადგან 12 ივნისს სინგაპურის კუნძულ სანტოსაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს უნდა შეხვდეს და მოლაპარაკებებისას უნდა დაარწმუნოს იგი, რომ ბირთვულ შეიარაღებაზე უარი თქვას.

 


დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა სხვა ლიდერებს ტრამპის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ინსტაგრამის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა ფოტო (მაღლა), სადაც დიდი შვიდეულის ლიდერების მოლაპარაკებებია ასახული და ჩანს, რომ შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობს.

 

 

იგივე სიტუაციის ამსახველი ფოტო (დაბლა), ოღონდ სხვა რაკურსიდან გადაღებული, სადაც ტრამპის გარშემო მჭიდრო გარემოში შეკრებილი ლიდერები და მათი თანაშემწეები ჩანან, მოგვიანებით "თვითერზე" საფრანგეთის პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა.

 

 

 

 

სამიტის პირველი დღე - აშშ-ის პრეზიდენტი ევროპის ლიდერებმა იზოლაციაში მოაქციეს

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა სხვა ლიდერებს შორის უთანხმოებამ და წინააღმდეგობამ სამიტის პირველივე დღეს იჩინა თავი.

 


დონალდ ტრამპმა მსოფლიოს უმთავრესი ინდუსტრიული ქვეყნებისაგან შემდგარი დიდი შვიდეულისთვის, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიამდე დიდი რვიანი იყო, რუსეთის ხელახლა მიერთების აუცილებლობაზე მოულოდნელი მოწოდება გააკეთა, თუმცა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელწიფოები, რომლებიც კანადაში სამიტზე არიან წარმოდგენილი, ყველანი წინააღმდეგი არიან ამ იდეის და რუსეთი არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც ტრამპის საწინააღმდეგოდ განაწყობს ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს და თავად ევროგაერთიანებას და დაპირისპირებები სავაჭრო საკითხებსაც მოიცავს მას შემდეგ, რაც ახლახან ტრამპის ადმინისტრაციამ მექსიკიდან, კანადიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტებზე ტარიფების დაწესების პერსპექტივის შესახებ გამოაცხადა.

 

 

 

 

 

(დიდი შვიდეულის ქვეყნების და ევროკავშირის ლიდერები კვიბეკში შეიკრიბნენ. რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გააძევეს, რის შემდეგაც დიდი რვიანი დიდი შვიდეული გახდა).

 

 


შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-ის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურეს, რომ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო ვაჭრობის საკითხზე, მაგრამ დაამატეს, რომ ისინი მუშაობენ ამ თემაზე.

 


მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ყველა მხარეს გააჩნია სურვილი იპოვოს გამოსავალი და შედგეს შეთანხმება.

 


„როიტერსს“ საფრნგეთის პრეზიდენტის თანაშემწის ციტატა მოჰყავს, სადაც იგი ამბობს, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა ევროკავშირთან მომდევნო ორ კვირაში დაიწყოს სავაჭრო დიალოგი ტექნიკურ დონეზე.

 


წინააღმდეგობა უფრო ფართოა, ვიდრე ეს ვაჭრობაა

 


როგორც BBC წერს, ეს სამიტი ცუდად დაიწყო და ის შეიძლება დასრულდეს კომუნიკეს გარეშე, რომელსაც ყველა ჩვეულებრივ ყვლეა ეთანხმება ხოლმე.

 


ტრამპსა და დიდი შვიდეულის სხვა სახელმწიფოთა ლიდერებს შორის წინააღმდეგობები სავაჭრო სფეროს სცილდება და მოიცავს კლიმატის ცვლილებას, ირანთან ურთიერთობებს და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს.

 


მერკელი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ამტკიცებს, რომ შესაძლოა უმჯობესი იყოს მკაფიოდ იქნეს ჩამოყალიბებული ეს განსხვავებები, ვიდრე ერთიანობის ყალბი შთაბეჭდილება იყოს შექმნილი. მერკელი მიიჩნევს, რომ ეს უფრო პატიოსანი მიდგომა იქნება, ვიდრე თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი კარგად არის.

 


სხვებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ რაღაც სახის შეთანხმება შესაძლოა რომ შედგეს და ტრამპი აცხადებს, რომ მას პროგრესის იმედი აქვს.

 


მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ტრამპი იზოლირებულია. მას არ მოსწონს მოლაპარაკებები ჯგუფებთან და იგი კანადას სამიტის დასრულებამდე დატოვებს, რადგან 12 ივნისს სინგაპურის კუნძულ სანტოსაზე მასსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა უნდა გაიმართოს და სწორედ იქ, ერთი-ერთზე მოლაპარაკებებისას შეეცდება ტრამპი პროგრესის მიღწევას, ამჯერად ფხენიანის ბირთვული განიარაღების საკითხში.

 


კანადამ ტრამპის სავაჭრო ტარიფებს „არაკანონიერი“ უწოდა, მაშინ როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ტრამპის პოზიცია ვაჭრობაზე, კლიმატის ცვლილებასა და ირანზე რეალურ საფრთხეს შეიცავდა.

 


„ყველაზე მეტად რაც კი მე მაწუხებს ეს არის ის ფაქტი, რომ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევის წინაშე დგება, თან საკმაოდ მოულოდნელად, არა ჩვეულებრივი ეჭვმიტანილების, არამედ მისი მთავარი არქიტექტორის და გარანტორის, შეერთებული შტატების მიერ“, განაცხადა ტუსკმა.

 


რა ითქვა რუსეთის შესახებ?

 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა დაუბრუნდეს დიდ შვიდეულს, საიდანაც 2014 წელს რუსეთის გაძევებამდე, ის დიდი რვიანი იყო.

 


„თქვენ იცით, იმისდა მიუხედავად თქვენ მოგწონთ ეს თუ - და ეს შესაძლოა არ იყოს პოლიტიკურად კორექტული - მაგრამ ჩვენ მსოფლიო გვაქვს სამართავი და დიდი შვიდეულიდან, რომელიც დიდი რვიანი იყო, მათ გააძევეს რუსეთი. მათ ნება უნდა დართონ რუსეთს რომ ის უკან დაბრუნდეს“, განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


ამერიკის პრეზიდენტმა თავდაპირველად მხარდამჭერი იპოვა იტალიის ახალი პრემიერ მინისტრის, ჯუზეპე კონტის სახით, რომელმაც „თვითერზე“ დაწერა, რომ რუსეთის ხელახლა მიერთება მსოფლიოს წამყვანი იდუსტრიული სახელმწიფოებისაგან შემდგარ გაერთიანებაში „ყველას ინტერესებში შედის“.

 


მაგრამ, მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კანადაში მყოფი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის კონტი, შეთანხმდნენ, რომ რუსეთი არ იქნება დაბრუნებული ამ გაერთიანებაში მანამ, ვიდრე უკრაინის საკითხზე „პროგრესი“ არ მიიღწევა. კანადაც აცხადებს, რომ თავადაც წინააღმდეგი რჩება ამის.

 


ამასობაში კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი გარდა დიდი შვიდეულისა, „სხვა ფორმატით“ არის დაინტერესებული.

 


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამჟამად პეკინში იმყოფება, სადაც იგი ჩინეთის პრეზიდენტმა, ქსი ძინპინგმა მეგობრობის მედლით დააჯილდოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი