ზაზა სარალიძე: თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება - როგორც ჩანს, ბრძოლაში გვიწვევენ - ამ ბრძოლასაც მიიღებენ
29-06-2018, 17:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს ბრძოლაში გვიწვევენ - ამ ბრძოლასაც მიიღებენ, აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე გამოკითხეს.

 

 

„არაფერი არ წარმოუდგენიათ იქიდან გამომდინარე, რომ იქ არაფერი არ არის წარმოსადგენი. ზვიად კუპრავამ რა სიტყვებიც დახარჯა, ჩემი ინტერვიუდანაც ჩანს, რომ გახარიას უწყებას მეც ვაგინებ. რას ჰქვია? საგინებელი იყო და ვაგინე - დამამხეს თავზე ყველაფერი, ჭამა არ გვაცადეს და არაფერი. ეს იყო პირიქით, პოლიციელების გადაცდომა, რაზედაც რეაგირება მოახდინა გენინსპექციამ, მაგრამ როგოც ჩანს, არ ჩერდებიან და უფრო მეტი კონკრეტული დასჯა უნდა მომეთხოვა და არამარტო საყვედურზე დავკმაყოფილებულიყავი", განაცხადა ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მიმდინარე წლის 11 ივნისს მოხდა. როგორც მაშინ ზაზა სარალიძე ამბობდა, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, იგი ზვიად კუპრავასთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად, სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. სარალიძის განცხადებით, მათთან მივიდნენ სამართალდამცავები და ზვიად კუპრავას სასამართლო დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს იმის მიუხედავად, რომ სასამართლო პროცესი მოგვიანებით იწყებოდა.

 

 

ზაზა სარალიძის თქმით, აღნიშნულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, კუპრავა კი, სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი