ნათია მეზვრიშვილი: რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გასცა, ცოტა არ იყოს ფორმალურია
03-07-2018, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ერთი - მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, პროკურატურის კომპეტენციაში შედის, ხოლო მეორე რეკომენდაცია, რომელიც მესამე მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას შეეხება, ფორმალურია.

 

 

მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ისედაც აწარმოებს.

 

 

„ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გასცა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხება. თუმცა, მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნითაც შეიქმნა - ამ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა, ფარდულთან დაკავშირებით, იგივე თითქოსდა გაღუნულ დანასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა. ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შსს-ს მისამართით გასცა, ცოტა არ იყოს, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე, რაზეც მოგვიწოდებს კომისია, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში", განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 


მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ორი პირის დაკავების შემდეგ, არ არის გამორიხცული, სხვა პირების დაკავებაც მოხდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი