სალომე ზურაბიშვილი ომბუდსმენს: უკეთესი იქნება, თუ სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შედეგებს დაელოდება
19-07-2018, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა,  სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს უთხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი  საგამოძიებო კომისიის შედეგებს დაელოდება.

 

 

„მაშინ, როდესაც მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის სხდომები ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე და სახალხო დამცველიც ამავე თემაზე აკეთებს კომენტარებს, ხომ არ იქნებოდა უკეთესი ომბუდსმენის აპარატს კომისიისთვის მუშაობის დასრულების შესაძლებლობა მიეცა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ნინო ლომჯარიამ სალომე ზურაბიშვილს განუმარტა, რომ საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს დამოუკიდებლად და კომისიის ლოდინის რეჟიმში ვერ იქნება.

 

 

„ჩვენ კვლავ  გავაგრძელებთ დამოუკიდებლად მუშაობს. შესაძლებელია ამ ეტაპზე ჩვენი ხედვები ემთხვევა თუმცა რაღაცა ეტაპზე დადგეს  საკითხი, რომ თქვენ განსხვავებული პოზიციები გქონდეთ, ამიტომ  მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კომისიის ლოდინის რეჟიმში უნდა იყოს სახალხო დამცველი“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, 19 ივლისს პარლამენტს ანგარიში წარუდგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი