თეა წულუკიანი: პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რომ გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი, იყო ცარიელი წყალი
03-08-2018, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კითხვების არარსებობა და სიმწირე ჩემდამი, მიანიშნებს იმას, რომ არც არასოდეს ყოფილა რეალური კითხვები ჩემდამი, აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის სხდომაზე დღევანდელი რამდენიმეწუთიანი გამოკითხვით გაკვირვებულია.

 

 

„მეტი კითხვა არ დასმულა, რაც ჩემთვის არის გასაოცარი. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიას არ აქვს სურვილი სიღრმისეულად განიხილოს, თუ რა როლი აქვს სისხლის სამართლის რეფორმებში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს. კითხვების არარსებობა და სიმწირე ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასოდეს ყოფილა რეალური კითხვები ჩემდამი და აი, ის დიდი შეურაცხყოფის თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რომ გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი, იყო ცარიელი წყალი“, განაცხადა წულუკიანმა.

 

 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოსმენა ორი კითხვის შემდეგ დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი