სოზარ სუბარი: ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის განაყოფ პარტიებს მხარდამჭერები ისევ ყავთ, ნამდვილად არ მინდა ისინი ვიხილო, თუნდაც სიმბოლურ, მაგრამ ძალიან საპატიო თანამდებობაზე
07-08-2018, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მმართველი პარტიის პოზიციის გახმოვანების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს და შესაძლოა მხარი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ და ამას პოლიტსაბჭო მოგვიანებით გადაწყვეტს.



მანვე დაამატა, რომ რადგან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის „განაყოფ“ პარტიებს მხარდამჭერები ისევ ყავთ, ნამდვილად არ სურს მათი ხილვა, თუნდაც „სიმბოლურ, მაგრამ ძალიან საპატიო თანამდებობაზე“.



„თითქმის ორსაათიანი მსჯელობა იყო და გუნდში არ არსებობდა განსხვავებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის გარეშე გასვლა კარგი პოზიციაა. თუმცა, განსხვავებული აზრი იყო იმაზე, რომ შემდეგში ვიმსჯელოთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი რომელიმე კანდიდატს. რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ არ იქნება სწორი, რომ საერთოდ არავის არ დავუჭიროთ მხარი. საბოლოოდ, ეს საკითხიც განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ როდესაც ყველა კანდიდატი იქნება დასახელებული, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, რა პოზიციით გამოვალთ, დავუჭერთ მხარს ვინმეს, და თუ დავუჭერთ, ვინ იქნება ეს ან, არ დავუჭერთ მხარს არავის. მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია სწორია. დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუნებრივია, 41 ნომრით ვერ წარსდგება. რადგანაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობასა და მის განაყოფ პარტიებს მხარდამჭერები ისევ ყავთ, ნამდვილად არ მინდა ისინი ვიხილო, თუნდაც სიმბოლურ, მაგრამ ძალიან საპატიო თანამდებობაზე“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი