სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ბიზნესმენებს, დამიფინანსონ კამპანია, იმიტომ რომ ყველას პრეზიდენტი უნდა ვიყო
22-08-2018, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას ბოლნისსა და დმანისსში განაგრძობს და ბიზნესმენებს მოუწოდებს მისი წინასაარჩევნო კამპანია დაუფინანსონ, რადგან როგორც ზურაბიშვილი იძახის, ის ყველას პრეზიდენტი იქნება. დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნებს ანგარიშს, სადაც მსურველებს შეეძლებათ ჩაურიცხონ მას თანხა და დაეხმარონ კამპანიის წარმართვაში.

 

 

„ძალიან მადლობელი ვიქნები გოგა ხაინდრავას და ლევან გაჩეჩილაძის თუ იქნებიან ჩემი დამფინანსებლები სხვებთან ერთად, იმიტომ რომ ეს არ იქნება საკმარისი. ჩემი ფონდი დაარსდა გუშინ. სწორედ დღეს უნდა გამოვაქვეყნო „ფეისბუქზე“ მისი ანგარიშები, პირველი დამფინანსებელი, მინდა გითხრათ, მე ვარ ჩემი პირადი დანაზოგიდან. მინდა მივმართო ჩემი მეგობარი ბიზნესმენები ვინც არიან, ან არა მეგობრები, ვინც ახლოდან არ მიცნობს, ყველას მინდა მივმართო, რომ მე უნდა მივიღო მათგან მხარდაჭერა, იმიტომ რომ უნდა ვიყო ყველას პრეზიდენტი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

„ქართულ ოცნებაში“ ჯერაც არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს თუ თავიანთი კანდიდატი ეყოლებათ. როგორც პრემიერმა განაცხადა, გუნდში ჯერ კიდევ იმაზე მიმდინარეობს დისკუსია, ეყოლებათ თუ არა მათ საკუთარი კანდიდატი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ მას მხარს დაუჭერს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი