კანადის პრემიერი გაეროში აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარს არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრამპმა ტრუდოსაგან თავი შორს დაიჭირა - აშშ-ის ოფიციალური პირები
28-09-2018, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბარს არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრამპმა სავაჭრო მოლაპარაკებებში არსებული ჩიხის გამო, კანადის ლიდერისგან თავი შორს დაიჭირა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „ბლუმბერგი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

 

 

სააგენტო წერს, რომ ერთი მოულოდნელი შეხვედრა ხანმოკლე ხელის ჩამორთმევით დასრულდა და ტრამპი ფეხზეც არ წამომდგარა, როცა მას პრემიერ მინისტრი მიუახლოვდა.

 


კანადურმა მხარემ განაცხადა, რომ მათი მხრიდან ოფიციალური შეხვედრის შესახებ რაიმე ოფიციალურ თხოვნას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ტრუდოს ოფისმა ოთხშაბათს არ უპასუხა შეკითხვებს, ცდილობდა თუ არა ის არაფორმალურად შეხვედროდა პრეზიდენტს.

 


ამის შემდეგ, ხუთშაბათს, ნაშუადღევს, კანადის მთავრობის ოფიციალურმა პირმა უარყო აშშ-ის ოფიციოზის განცხადება და თქვა, რომ პრემიერ მინისტრს პრეზიდენტთან საუბარი არ უცდია და მას მხოლოდ ხელი ჩამოართვა. მანვე აღნიშნა, რომ კანადელებს არც ოფიციალური და არც არაოფიციალური შეხვედრა ტრამპთან, არ ჰქონიათ დაგეგმილი.

 


კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (NAFTA) დარღვევა ისურვა და ნაწილობრივ, მექსიკასთან, განახორციელა კიდეც, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული მოლაპარაკებები ვაშინგტონის მეორე პარტნიორთან, კანადასთან.

 


პრეზიდენტმა ახალი ზეწოლა განახორციელა მოლაპარაკებებზე, ოთხშაბათს, როცა განაცხადა, რომ იგი არ დადებს ისეთ შეთანხმებას, რომლის მიღწევასაც კანადელები ცდილობენ, რომ მას არ მოსწონს კანადის წარმომადგენლობა და მან შესაძლოა გამოიყენოს ავტო ტარიფები მის ჩრდილოელ მეზობელთან.

 


აღნიშნულს, ხუთშაბათს მოკლედ უპასუხა ტრუდომ.

 


„ამერიკელები ხვდებიან, რომ მოლაპარაკებები მკაცრია, რადგან კანადელები ჯიუტი მომლაპარაკებლები არიან, როგორებიც უნდა ვიყოთ კიდეც. კარგი და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ ფრიად შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ ხელს არ მოვაწერთ ცუდ შეთანხმებას კანადისთვის და კანადელებისთვის“, უთხრა ტრუდომ ჟურნალისტებს ოტავაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი