ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილმა ბრეტ კავანომ, სენატში მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ფიცი დადო
07-10-2018, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილმა ბრეტ კავანომ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს, ფიცი დადო მას შემდეგ, რაც სენატმა მას 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

 

მანამდე „რესპუბლიკელებმა“ გამოაცხადეს, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ანგარიშმა ბრეტ კავანო სექსუალური შევიწროების ბრალდებებში გაამართლა, მაგრამ „დემოკრატებმა განაცხადეს, რომ 5-დღიანი გამოძიება „არ არის სრულყოფილი“, რადგან ის თეთრი სახლის მიერ იყო შეზღუდული.

 

 

სენატში კავანოს დასამტკიცებლად პროცედურული კენჭისყრის გამართვამდე ერთი დღით ადრე ორმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რომელთა მხარდაჭერაც არსებითი იყო, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მოხსენება პოზიტიურად შეაფასა.

 

 

53 წლის კავანომ, რომელმაც პენსიაზე გასული მოსამართლე, ანტონი კენედი შეცვალა, ფიცი უზენაეს სასამართლოში გამართულ არაოფიციალურ ცერემონიაზე შაბათ საღამოს დადო.

 


მანამდე კი, კენჭისყრისას, ვაშინგტონში, კაპიტოლ ჰილის წინ, ასეულობით ადამიანი იყო შეკრებილი ისევ, კავანოს კანდიდატურის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. სხვა პროტესტანტები საზოგადოებრივი გალერეადან გაჰყვიროდნენ: „სირცხვილი!“ - და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იძულებული გახდა წესრიგის აღდგენის მოწოდება გაეკეთებინა.

 


მოგვიანებით, პროტესტანტებმა, უმეტესად ქალებმა, უზენაესი სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს, ზოგიერთი მათგანი შენობის კიბეებზე ჩამოჯდა და ფეხის მოცლას არ აპირებდა, რამდენიმე დემონსტრანტი კი იქვე, ახლომდებარედ, მოსამართლის ძეგლზე ავიდა.

 


პრეზიდენტი ტრამპი მიესალმა „დიდებული კანდიდატის“ დამტკიცებას და ბორტ ნომერ ერთზე რეპორტიორებს განუცხადა, რომ კავანომ შეძლო წინაამდეგობა გაეწია „დემოკრატების საზიზღარი თავდასხმისათვის“.

 


ტრამპმა ასევე თქვა, რომ იგი „100 პროცენტით“ არის დარწმუნებული, რომ იმ ქალმა, ქრისტინ ბლეისი ფორდმა, რომელმაც კავანოს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი, არასწორი პერსონა დაასახელა.

 


კავანოს დამტკიცება პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური გამარჯვებაა ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.

 

 

ტრამპის მიერ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის უვადო თანამდებობაზე წარდგენილი კავანოს კანდიდატურის დამტკიცებით მოელიან, რომ 53 წლის თემიდას მსახური დაეხმარება კონსერვატორებს 9 წევრისგან შემდგარ პანელში, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეთქმის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი, იარაღის კონტროლი და საარჩევნო წესები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი