ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დაიხურა, რადგან ტრამპის გეგმის, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე სენატორები ვერ შეთანხმდნენ
22-12-2018, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კანონმდებლებმა ვერ შეძლეს ბიუჯეტის კანონის დამტკიცება.

 


ტრამპი, რომელსაც ხელი უნდა მოეწერა საბიუჯეტო შეთანხმებისათვის, დაჟინებით მოითხოვდა სულ მცირე 5 მილიარდ აშშ დოლარს სამთავრობო დაფინანსების სახით, რომელიც მის მიერ დიდი ხნის წინათ მიცემული დაპირების, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაში დაეხმარებოდა.

 


კანონმდებლებმა პარასკევ საღამოს მოლაპარაკებების ბოლო წუთებზე შეთახმებას ვერ მიაღწიეს და საკითხის განხილვა გადაიდო.

 


ბიუჯეტის თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის გამო, შეერთებული შტატების ფედერალური სააგენტოების დაახლოებით მეოთხედს შაბათიდან დაფინანსება უწყდება.

 


ეს ნიშნავს, რომ ჰოუმლენდის უსაფრთხოების, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის და სახელმწიფო დეპარტამენტები დახურვას დაიწყებენ და ასევე დაიკეტება ფედერალური ეროვნული პარკები და ტყეები.

 


ნაწილობრივი დახურვა ნიშნავს იმას, რომ ასეულობით ათასმა ფედერალურმა თანამშრომელმა უხელფასოდ უნდა იმუშაოს, ანდა დროებით შვებულებაში გავიდეს.

 


ფედერალური უწყებების დახურვის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დონალ ტრამპი მისი „თვითერის“ ანგარიშზე გავრცელებულ ვიდეოში დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ მთავრობის დახურვაზე პასუხისმგებლობა „დემოკრატებს“ ეკისრებათ.

 


კონგრესის წარმომადგენლობით პალატას კედლის დასაფინანსებლად 5.7 მილიარდი აშშ დოლარი დამტკიცებული აქვს, მაგრამ სანამ ხარჯების შესახებ კანონი პრეზიდენტამდე მივა, ის სენატმა უნდა დაამტკიცოს და ამისათვის მისადმი მხარდაჭერა 60-მა სენატორმა უნდა გამოხატოს, სენატში კი „რესპუბლიკელებს“ მხოლოდ 51 ადგილი აქვთ.

 


პარასკევს ტრამპმა „თვითერზე“ კედლის გრაფიკული დიზაინი გააზიარა და აღნიშნა, რომ „ის სრულიად ეფექტური და ამავე დროს, ლამაზიცაა“.

 

 

შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა 2018 წლის იანვარშიც დაიხურა, რაც პირველი შემთხვევა იყო აშშ-ის ისტორიაში ისეთ პირობებში, როცა ერთი და იგივე პარტია აკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი