ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პეკინი იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში გასაერთიანებლად
02-01-2019, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაჟინებით მოუწოდა ტაივანის მოქალაქეებს მიიღონ მდგომარეობა, რომ ის „უნდა იყოს და იქნება“ ჩინეთის შემადგენლობაში.

 


მან კიდევ ერთხელ გაიმეორა პეკინის მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოწოდება ერთი ქვეყნის შემადგენლობაში ორი სისტემის საფუძველზე მშვიდობიანი გაერთიანების თაობაზე, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ჩინეთი დაიტოვებს უფლებას, გამოიყენოს ძალაც.

 


მაშინ როცა ტაივანს თავისი არჩეული ლიდერი ჰყავს და დე-ფაქტო დამოუკიდებელია, მას ოფიცილაურად არასდროს გამოუცხადებია ჩინეთისაგან დამოუკიდებლობა. ჩინეთი კუნძულ ტაივანს მის მოწყვეტილ პროვინციად მიიჩნევს.

 


ტაივანელმა ხალხმა „უნდა გაიგოს, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ სიძნელეებს მოიტანს“, განაცხადა სი ძინპინმა და დაამატა, რომ პეკინი არასოდეს იქნება შემწყნარებელი ტაივანის დამუკიდებლობის აქტივობის მხარდამჭერი რაიმე ფორმისადმი და მხოლოდ გაერთიანება არის „გარდაუვალი აუცილებელი პირობა ჩინელი ხალხის უფრო დიდი და ეფექტური განვითარებისათვის“.

 


მან ასევე ხაზგასმით თქვა, რომ ტაივანთან ურთიერთობა „ჩინეთის საშინაო პოლიტიკის ნაწილია“ და „უცხოური ჩარევა მიუტევებელია“.

 


პეკინი „იტოვებს არჩევანს ყველა საჭირო ზომის მიღებისა“ იმ გარე ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ერევიან მშვიდობიან გაერთიანებაში და ტაივანურ სეპარატისტულ აქტივობებში, გამაფრთხილებლად თქვა მან და ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირა პეკინის ხანგრძლივი და მტკიცე პოზიცია.

 

 

რას ფიქრობენ ტაივანში? 

 


სი ძინპინის მიერ სიტყვის წარმოთქმამდე ერთი დღით ადრე ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა განაცხადა, რომ პეკინმა უნდა მიიღოს ტაივანზე ჩინეთის რესპუბლიკის [მან საუბრისას ტაივანის ოფიციალური სახელი - ტაივანზე ჩინეთის რესპუბლიკა - გამოიყენა) არსებობა და გამოიყენოს მშვიდობიანი საშუალებები მისი განსხვავებულობის გადასაწყვეტად.

 


მან თქვა, რომ ჩინეთმა „პატივი უნდა სცეს 23 მილიონი ადამიანის დაჟინებულ სწრაფვას თავისუფლების და დემოკრატიისკენ“.

 


ნოემბერში პრეზიდენტ ცაის პოლიტიკურმა პარტიამ რეგიონულ არჩევნებში საკმაოდ დიდი წარუმატებლობა აჩვენა, რაც პეკინის მიერ მისი სეპარატისტული პოზიციისადმი დარტყმად იქნა აღქმული.

 

 

ტრამპის პოზიცია ტაივანზე და ჩინეთის რეაქცია

 

 

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად ახლადარჩეული ტრამპის მიერ ტაივანის ლიდერის, ცაი ინგ-ვენის სატელეფონო ზარზე პასუხმა, სერიოზული წუხილი გამოიწვია პეკინში. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ტაივანის მთავარი სამხედრო მოკავშირეა, ათწლეულების განმავლობაში ტრამპამდე, ქვეყნის ლიდერთან შეერთებული შტატების არც ერთ არჩეულ პრეზიდენტს არ უსაუბრია.

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინმა ოფიციალური საპროტესტო განაცხადი გააკეთა შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაივანის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. აღნიშნულის საპასუხოდ კი, ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს „ფრთხილად, ჯეროვნად მიუდგეს ტაივანის საკითხს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო მღელვარება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში“.

 

 

თავად ტრამპმა პეკინის მიერ ვაშინგტონისთვის გაგზავნილი ოფიციალური საპროტესტო განცხადების შემდეგ, „თვითერზე“ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა და გააკრიტიკა ჩინეთი მისი მონეტარული პოლიტიკისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ოპერაციების გამო. 

 

 

მოგვიანებით კი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა არ არის აუცილებელი გაჩხერილი იყოს მის ხანგრძლივ პოზიციაში, რომ ტაივანი „ერთი ჩინეთის“ ნაწილია. 

 

 

მე სრულად მესმის ‘ერთი ჩინეთის პოლიტიკა’, მაგრამ არ ვიცი რატომ უნდა ვიყოთ შეზღუდული ‘ერთი ჩინეთის’ პოლიტიკით თუ ჩვენ არ ვდებთ ხელშეკრულებას ჩინეთთან სხვა მიმართულებებით, მათ შორის ვაჭრობის მხრივ“, - აცხადებდა ახლადარჩეული პრეზიდენტი ტრამპი „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი