შეერთებულმა შტატებმა 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფები ორჯერ უფრო მეტად გაზარდა
10-05-2019, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორჯერ უფრო მეტად გაზარდა ტარიფები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტებზე. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ჩინურ საქონელზე ტარიფები 10%-დან 25%-ამდე გაიზარდა და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ში ჩასული მაღალი რანგის ოფიციალური პირებისაგან შემდგარი ჩინური დელეგაცია ამერიკულ მხარესთან დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას დაანონსებული ტარიფების გაზრდის შესაჩერებლად და სავაჭრო შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებებს მართავდა.

 


ჩინეთმა განაცხადა, რომ ის „ღრმად წუხს“ ამგვარი ნაბიჯის გამო და თავადაც მიიღებს „საჭირო კონტრზომებს“.

 


„შეერთებულმა შტატებმა 200 მილიარდი აშშ დოლარის ამერიკაში შემავალ ჩინურ ექსპორტზე გაზარდა ტარიფი 10%-დან 25%-ამდე. იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ-ის და ჩინეთის წარმომადგენლები იმუშავებენ ერთობლივად... რათა არსებული პრობლემები თანამშრომლობის და კონსულტაციების გზით გადაწყვიტონ“, აღნიშნულია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ვებგვერდზე.

 

 

ვაშინგტონის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებებში „შეთანხმება დაარღვია“ და აღთქმა დადო, რომ 200 მილიარდის ჩინურ საქონელზე ორმაგ და უფრო მეტ ტარიფებს დააწესებდა.

  


„მათ დაარღვიეს შეთანხმება... მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ასე რომ, ისინი გადაიხდიან“, უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი