შიშები აშშ-ირანის ომზე - მოაწყობს თუ არა ტრამპი ბირთვულ ჰოლოკოსტს ირანის „დასასრულებლად“?
22-05-2019, 19:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანთან აშშ-ის შესაძლო ომს სტატიას უძღვნის ცნობილი ამერიკელი ავტორი, სამხედრო ისტორიკოსი, ლექტორი მაქს ბუტი, რომლის წერილსაც „The Washington Post”- ი აქვეყნებს.

 


სტატიის ქართულ თარგმანს GUARDIAN.GE გთავაზობთ.

 

 

გასულ კვირას, როცა ირანთან ომის დაწყების შიშები არსებობდა - გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაჟონა ინფორმაციამ ირანთან ბრძოლისთვის 120 000 ჯარისკაცის განლაგების განხილვებთან დაკავშირებით, და ასევე გაჟონა ინფორმაციამ სადაზვერვო სამსახურებიდან, რომ ირანი რაკეტებს ათავსებდა მცირე ზომის გემებზე, რათა თავს დასხმოდა აშშ-ის სამხედრო გემებს - ეს ბევრისთვის აღიქმებოდა ერაყისკენ უკან დაბრუნებად. პრეზიდენტმა ტრამპმა დროებით შეანელა დაძაბულობები, მაგრამ კვირას ისევ გაამძაფრა, როცა „თვითერზე“ დაწერა: „თუ ირანს ბრძოლა უნდა, ეს ოფიციალური დასასრული იქნება ირანისთვის. არასოდეს დაემუქროთ კვლავ, შეერთებულ შტატებს!“

 


ტრამპის მხარდამჭერები აგრესიულები ჩანან. ფლორიდის „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მარკო რუბიომ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „თავდასხმა = გადამწყვეტ პასუხს“, და არკანზასის „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ტომ კოტონმა თქვა, რომ „თუკი ირანი თავს დაესხმება სამხედრო გზით შეერთებულ შტატებს ან რეგიონში ჩვენს მოკავშირეებს, მაშინ მე უდავოდ მოველი გამანადგურებელ პასუხს ირანის წინააღმდეგ“. ჯონ ბოლტონს, მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია - მას ურჩევნია თავისი გეგმები საიდუმლოდ შეინახოს - მაგრამ მას არ მოუხდენია უარყოფა 2015 წელს „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიისა: „ირანის ბომბის შესაჩერებლად, დაბომბე ირანი“.

 


ეს მოუსვენარი და მედგარი კაცი რეალობას არის მოწყვეტილი. მე გასული კვირა ირანის შესაძლებლობების შესწავლას მივუძღვენი და ვერ ვხედავ რაიმე სამხედრო არჩევანს, რომელიც გადამწყვეტი და დაბალი ხარჯების საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული. ნაცვლად ამისა, იმას, რასაც მე ვუყურებ, ყველა დილემის დედაა: კონფლიქტი, რომელიც ერაყის ომს - რომლის მხარდაჭერასაც მე ახლა ღრმად ვნანობ - წარმოაჩენს, როგორც გასაოცრად ადვილ ამოცანას, ირანთან ომის შედარებისას.

 


შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაბომბოს ირანი - თუმცა კი, ეს არ იქნებოდა ისეთი დაბალრისკიანი, როგორც 2003 წელს ერაყის დაბომბვა იყო. ირანს ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის ქსელი აქვს, რომლის პირისპირაც კი ოდესმე აშშ-ის თვითმფრინავები შეიძლება რომ მდგარიყვნენ - რუსეთში დამზადებული S-300. უეჭველია, აშშ-ის საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო შენაერთები შეძლებენ უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ეს ადვილი არ იქნებოდა და ამან შესაძლოა მფრინავების და თვითმფრინავების იმაზე უფრო დიდი დანაკარგი გამოიწვიოს, ვიდრე ამას მიჩვეულები ვართ.

 


საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ირანის საჰაერო თავდაცვის ნეიტრალიზება მოხდება, შეერთებულ შტატებს შეეძლება ირანის სამხედრო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის დარტყმის მიყენება. მაგრამ როგორი დასასრულით? 2012 წელს, ყოფილი დიპლომატების და გენერლების ჯგუფი ვარაუდობდა, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმები ირანის ბირთვულ პროგრამას „ დაახლოებით ოთხი წლით“ დააბრუნებდა უკან. ბირთვულმა შეთანხმებამ გაცილებით უკეთ იმუშავა: მან ირანის ბირთვულ პროგრამაზე 15 წლით დააწესა შეზღუდვები და ირანის ბირთვული ნივთიერების დასამზადებლად საჭირო მასალების 97 პროცენტით ლიკვიდაცია განაპირობა. თუკი აშშ-ის მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ის ხელახლა უნდა შევიდეს ბირთვულ შეთანხმებაში, ვიდრე დაბომბოს ირანი.

 

 

მაგრამ, ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო ამბიციური დღის წესრიგი დაგეგმა. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოითხოვდა, რომ ირანს შეეჩერებინა მისი სარაკეტო განვითარება, შეეწყვიტა აშშ-ის მოკავშირეებისადმი მუქარა და შეეწყვიტა თავისი მხარდაჭერა ნდობით აღჭურვილი („პროქსი“) ჯგუფებისთვის რეგიონის გასწვრივ. რთულია დავინახოთ, მხოლოდ დაბომბვამ რამდენად შეიძლება აიძულოს ირანი დათმობაზე წავიდეს. შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ბომბავდა ჩრდილოეთ ვიეტნამს, კამბოჯას (ყოფილი კამპუჩია) და ლაოსს, სამჯერ უფრო მეტი ბომბი ჩამოაგდო, ვიდრე ყველა ქვეყანამ ერთად აღებული მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მაინც წააგო ვიეტნამის ომი. საჰაერო დარტყმები, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ მაშინ არის გადამწყვეტი, როდესაც ის სახმელეთო თავდასხმებთან ერთად ხორციელდება.

 


სამწუხაროდ, შეერთებული შტატები მოკლებულია რეალისტურ სახმელეთო არჩევანს ირანში, რომელიც ერაყთან შედარებით გაცილებით დიდია ტერიტორიულადაც და მოსახლეობის მხრივაც. (ირანში 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მისი ტერიტორია 617, 000 კვადრატულ მილს შეადგენს - დაახლოებით 1 598 022 კვ.კმ; ერაყს 2003 წელს დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ჰყავდა და მისი ტერიტორია 170, 000 კვ. მილს შეადგენს, თითქმის 4-ჯერ ნაკლებს). სამხედრო ქმედებების განსახორციელებლად ელემენტარული მათემატიკური გათვლებით თუკი მივყვებით, 20 სამხედრო პირის 1, 000 მცხოვრებზე გადანაწილების შემთხვევაში, აშშ-ს და მის მოკავშირეებს ერაყში 600, 000 სამხედრო მოსამსახურე ესაჭიროებოდათ. (იქ 180, 000-ზე მეტი არასდროს ყოფილა). ამგვარი შედარებისას, ირანის გასაკონტროლებლად, 1.6 მილიონზე მეტი ჯარისკაცი იქნება საჭირო. ეს კი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ის არმიის და სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედი შემადგენლობა ერთად აღებული (656, 403), და ვაშინგტონს დახმარებას ცოტა მოკავშირეღა თუ აღმოუჩენს, თუკი საერთოდ ისურვებდა ვინმე ამ ომში ჩაბმას. რა თქმა უნდა, ირანის მთავრობის ჩამოგდება გაცილებით მცირე რაოდენობის სამხედრო ძალებითაცაა შესაძლებელი, მაგრამ თუკი ამის შემდეგ შენ დაუყოვნებლივ დატოვებ ქვეყანას, როგორც ბოლტონი ემხრობოდა ამას ერაყში, შედეგი ან ლიბიის სტილის ქაოსი იქნება, ანდა ახალი ანტი-ამერიკული რეჟიმის აღმოცენება.

 


მაშინაც კი, როცა ხმელეთზე არც ერთ სამხედრო პირს არ განალაგებ და უბრალოდ მხოლოდ საჰაერო დარტყმების იმედადღა იქნები, ომი არ იქნება ანტისეპტიკური, ღილაკებით მართული ვარჯიში. სტრატეგიული და საბიუჯეტო შეფასებათა ცენტრის 2011 წლის მოხსენება მიმოიხილავს თუ რამდენად შეუძლია ირანს საპასუხო დარტყმა „ასიმეტრიული“ ტაქტიკით.

 


ირანს შეუძლია გამოიყენოს საზღვაო-საკრუიზო გემის წინააღმდეგ რაკეტები, უპილოტო მფრინავი საშუალებები, წყალქვეშა გემები, მცირე ნავები და ნაღმები სპარსეთის ყურის ვიწრო სრუტის წყლებში აშშ-ის სამხედრო გემების „წასალეკად“. მას, თავისი 2,000 რაკეტის არსენალით, შეუძლია მიზანში ამოიღოს აშშ-ის ბაზები რეგიონში. მას შეუძლია კიბერთავდასხმებით მწყობრიდან გამოიყვანოს აშშ-ის კომპიუტერული ქსელები. მას შეუძლია გამოიყენოს „ჰეზბოლა“ და სხვა ჯგუფები საზღვარგარეთ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად. მას შეუძლია რაკეტებით და ავტომანქანის ბომბებით გაგზავნოს ადგილობრივი მილიცია ერაყში, სირიასა და ავღანეთში 19,000 ამერიკელ სამხედროზე თავდასასხმელად. მას შეუძლია უთხრას ჰუტებს იემენში, რაკეტები დაუშინონ საუდის არაბეთს და მას შეუძლია უბრძანოს „ჰეზბოლას“ 150,000 რაკეტა და რეაქტიული ჭურვი გაუშვას ისრაელის მიმართულებით.

 


საპასუხოდ, შეერთებული შტატები გააკეთებს... რას? ცეცხლს გაუხსნის რამდენიმეთი მეტ რაკეტას, ჩამოაგდებს ცოტათი მეტ ბომბს? ძნელია წარმოიდგინო, რომ თვით ტრამპმაც კი გააჩაღოს ბირთვული ჰოლოკოსტი ირანის „დასასრულებლად“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

 


„მითხარი როგორ სრულდება ეს“, თქვა არმიის გენერალმა დევიდ პეტრიუსმა 2003 წელს ერაყში შეჭრისას. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას მინიშნება არ ჰქონდა. მსგავსად ამისა, ირანის ქორებს დღეს, ტრამპის ადმინისტრაციაში თუ მის გარეთ მყოფთ, წარმოდგენა არ აქვთ, თუ რითი შეიძლება დამთავრდეს ომი ამ ქვეყანასთან. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, არ გარისკო მისი წამოწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი