ავსტრიის პარლამენტმა კანცლერს უნდობლობა გამოუცხადა - სებასტიან კურცი პირველი კანცლერია ომის შემდგომი ავსტრიის ისტორიაში, რომელსაც უნდობლობის გამოცხადების გზით უწევს პოსტიდან წასვლა
27-05-2019, 19:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრიის პარლამენტმა სპეციალურ სესიაზე, უნდობლობის კენჭისყრისას, კანცლერ სებასტიან კურცის და მისი მთავრობის ძალაუფლების სადავებიიდან ჩამოცილებას მხარი დაუჭირა.

 


კანცლერის და მისი მთავრობის უნდობლობის შესახებ ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარმოდგენილ წინადადებას მხარი დაუჭირა კურცის უწინდელმა კოალიციურმა მოკავშირემ, ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“, რომლის ლიდერი და ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე საიდუმლოდ გადაღებული ვიდეოს გავრცელების შედეგად კორუფციულ სკანდალში გაეხვა და 18 მაისს თანამდებობიდან გადადგა. მას თავისი პარტიის მინისტრებიც მალევე მიჰყვნენ და კოალიცია დაშლილად გამოცხადდა.

 


ახლა ჯერი ავსტრიის პრეზიდენტზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება შემდეგი კანცლერი, რომელმაც ქვეყანას სექტემბერში მოსალოდნელ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმადე უნდა უხელმძღვანელოს.

 


კურცი, კონსერვატიული „ავსტრიის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, პირველი კანცლერია ომის შემდგომი ავსტრიის ისტორიაში, რომელსაც უნდობლობის გამოცხადების გზით უწევს თანამდებობის დატოვება.

 


32 წლის კურცი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია.

 


რა მოხდა პარლამენტში?

 


„სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ორი ნდობის ვოტუმი წამოაყენა - ერთი კურცის და მეორე მთავრობის წინააღმდეგ. მაშინ, როცა ისინი 183-ადგილიან პარლამენტის ქვედა პალატაში მხოლოდ 52 მანდატს აკონტროლებენ, „თავისუფლების პარტიამ“, რომელიც 51 ადგილს იკავებს, მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის სისრულეში მოყვანასაც უბრალო უმრავლესობა ესაჭიროებოდა. კურცის და მისი მთავრობის გადაყენებას ასევე ხმა მისცა მემარცხენე ფრთის „JETZT პარტიამ“. არასტაბილურობის თავიდან არიდების მოტივით კი, უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა ლიბერალურმა „NEOS პარტიამ“.

 


კვირას გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებზე მიღებული ხმების გასაკვირი 35% საკმარისი არ აღმოჩნდა მის გადასარჩენად.

 


უნდობლობის კენჭისყრის გამართვის წინ კურცმა „ფეისბუქზე“ ბრალი დასდო პარტიებს „შურისძიების თამაშში“ და დაამატა: „მაგრამ დღის ბოლოს ხალხი გადაწყვეტს, სახელდობრ სექტემბერში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი