„ამას ვინ წარმოიდგენდა? ეს ადამიანი იყო ქვეყნის პირველი პირი და ერის მწყემსმთავარი ერქვა ამ ქოჩორგადაგლესილ ბუტაფორიას?“ - ბადრი ბოლქვაძე
30-09-2019, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას - „მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი“ - სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

 


„ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ბადრი ბოლქვაძე კვირიკაშვილს ეკითხება: „არის სადმე მსოფლიოში იმის მაგალითი რომ მომიტინგე, რომელიც პარლამენტის შენობას შტურმით იღებდა და პოლიციას ქვებს ესროდა, იმის დაშავების გამო მინისტრები სამსახურიდან მიდიოდნენ?“.

 


„ესეც თუ ამისთანა იდიოტი იქნებოდა და გამოუთლელი სახედარი, ამას ვინ წარმოიდგენდა? ეს ადამიანი იყო ქვეყნის პირველი პირი? და ერის მწყემსმთავარი ერქვა ამ ქოჩორგადაგლესილ ბუტაფორიას ან სახელმწიფო აზროვნება? ან ყოფილი კოლეგის მიმართ კოლეგიალობა, ნუთუ ამ კაცს არაფერი არ უსწავლია არსად? და არასოდეს? ასე გამოდის რომ თუ ვინმემ მიტინგზე გაილახა და ფეხი წამოკრა სადმე შს მინისტრები სახლში უნდა წავიდნენ? ყავს მერე საქართველის ამდენი გამოცდილი და პროფესიონალი კადრი? არის სადმე მსოფლიოში იმის მაგალითი რომ მომიტინგე, რომელიც პარლამენტის შენობას შტურმით იღებდა და პოლიციას ქვებს ესროდა, იმის დაშავების გამო მინისტრები სამსახურიდან მიდიოდნენ? თუ ასე მაგარი პატრიოტია და ქართველთმოყვარული მაშინ საინტეტესოა რამდენი გადაუხადა იმ დაშავებულებს რომლებიც გერმანიაში წავიდნენ სამკურნალოდ და ისრაელში?

 

 

რაო, ფული არა აქვს მე შენ გეტყვი თუ რა? იმ მოტეხილი ფულებიდან რაც ტენდერებში მოტეხა და სახელმწიფოს მოუტეხა, იმ ფულიდან მაინც თუ გაიღო თუგინდ ათი ლარი მაინც? ყველამ იცის რომ მილიონერია. რამდენს დაეხმარა? ის ხალხი მთავრობას და ბიძინას აგინებდა იმ ღამეს, რევოლუციური გზით აპირებდნენ ქვეყნის დამხობას. ბიძინას ებრძოდნენ მათი ჭკუით, ბიძინამ კიდევ თავისი ფულით სამკურნალოდ გაუშვა და ერთი სიტყვაც არ დასცდენია დასამადლებლად. თუ ასეთი შემცოდებელი და მეცენატი ხარ შენ ფილთაქვავ, პოლიციელის ოჯახს ან მაკა გომურს ჩაურიცხე ფული ან ოჯახს დაეხმარე ისე, რომ ხმა არ ამოიღო და არც არავის დაამადლო - ისე წყნარად, როგორც კალაძე აკეთებს ამას - ეკლესიების შენებით და გაჭირვებულ ოჯახებზე ბინების გადაცემით.

 

 

თუნდაც გახარიას მეცენატობა აიღე. გორში ცხრა წლის დაღუპული გოგოს ოჯახს, რომელსაც ბანკის ვალი ქონდა 20 000 დოლარი აღებული, თავისი ჯიბიდან დაუფარა და მრავალი ასეთი აქვს გაკეთებული. შენ რამ შეგიშალა ხელი? არ მითხრა ეხლა, რომ ხელფასი არ იძლეოდა ამის საშუალებას? და შენი ჭკუით გახარია მკვდარი პოლიტიკოსი იქნება და შენ ცოცხალი? შენ წასვლის შემდეგ ნახევარ საათში აღარ ახსოვდი საქართველოს, გახარია კი მართლა დარჩება ქართულ პოლიტიკაში მძლავრ და დიდ პოლიტიკოსად. შენ შური და ბოღმა გახრჩობს, უბრალოდ ესაა და ეს. მაკა გომურის უბედურებით არავის არ მოუგია არაფერი და არც არავის გახარებია.. რომ გაჩუმდე, შეიძლება მართლა შეინარჩუნო ის პოლიტიკური სიმპათიის 5% რაც შენს მიმართ ჰქონდა საზოგადოებას. რატომ სვრი იმ თეფშს, საიდანაც ჭამდი და სვამდი დიდი ხანი? საიდანაც ქვეყანამ გაგიცნო?“ - წერს ბადრი ბოლქვაძე.

 

კომენტარები: 1
#1   Nika
      
კი როგორ არა,ეკლესიაში ეულ დადიოდა და ლოცულობდა
30 სექტემბერი 2019 20:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი