ჯოზეფ ბაიდენი: „მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ, ის ამერიკელი ხალხისთვისაა“
16-06-2021, 22:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) -„იქ, სადაც ჩვენ გვაქვს განსხვავებები, მინდა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინთან 2-საათიანი მოალაპარაკებების დასრულების შემდეგ.

 

 

„მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ, ის ამერიკელი ხალხისთვისაა“, - აღნიშნა ბაიდენმა და დაამატა, რომ ადამიანის უფლებები, როგორც ამერიკელების გამორჩეული მახასიათებელი, „ყოველთვის იდება მაგიდაზე“.

 

 

ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული ცივი ომის წარმოებით შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

 

 

„რუსეთის ფედერაციას ათასკილომეტრიანი საზღვარი აქვს ჩინეთთან, რომელიც ეკონომიკურად თავს სუპერსახელმწიფოდ თვლის, რუსეთის ეკონომიკა კი სავალალო მდგომარეობაშია. ამიტომ, კრემლი ყველაზე ნაკლებად ფიქრობს ცივი ომის ახალ ეტაპზე“, - აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.

 


ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა გააკეთა მან იმისათვის, რომ მომავალში დაცული იყოს არჩევნებზე რუსული ჩარევისაგან, - ბაიდენმა უპასუხა, რომ „პუტინმა იცის, რომ ამას მოჰყვება შედეგები“.

 


მან აღნიშნა, რომ რუსეთი „გამალებით ცდილობს თავისი მდგომარეობის შენარჩუნებას“, როგორც მსოფლიო სახელმწიფო. ამ სტატუსის დაკარგვა „იქნება ის საფასური, რასაც ისინი გადაიხდიან“ ჩარევის გაგრძელების სანაცვლოდ.

 


„მათ არ აქვთ შესაძლებლობა უკარნახონ თუ რა მოხდება მსოფლიოში“, თქვა მან.

 


„იგივე ეხება იმას, თუკი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. რუსეთისთვის შედეგები გამანადგურებელი იქნება“, - განაცხადა ბაიდენმა.

 


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან ჟენევაში გამართულ 2-საათიან მოლაპარაკებებს ცალკე გამართულ პრესკონფერენციაზე „კონსტრუქციული“, თავად ბაიდენს კი „გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე“ უწოდა, რომელიც „ძალიან განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპისაგან“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი