ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ათეულობით ირანული ვებგვერდი დაბლოკა
23-06-2021, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა ათეულობით ირანული ვებგვერდი, რომელთაც ბრალი დეზინფორმაციის გავრცელებაში ედებათ. მათ შორისაა ირანის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „პრეს ტვ“ და „ალ-მასირაჰ ტვ“, რომელიც ირანის მხარდაჭერილი „ჰუტების“ მოძრაობის მიერ არის მართული.

 


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაბლოკილია 33 ვებგვერდი, რომელიც ირანული ისლამური რადიოს და ტელევიზიის გაერთიანების მიერ არის მართული და კიდევ სამი სხვა ვებგვერდი, რომელიც ირანის მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან არის ასოცირებული, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

 


დაბლოკილი ვებგვერდებიდან ზოგიერთი რამდენიმე საათში ახალი დომენის მისამართებით ისევ გამოჩნდა ონლაინ სივრცეში.

 


ამერიკის შეერთებული შტატების აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კლერიკალმა, მტკიცედ ანტიდასავლელმა ებრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი