ჩინეთმა რუსეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებზე - სი ძინპინი და პუტინი ასევე შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე დასავლეთის „არაკანონიერი“ სანქციების ფონზე
16-06-2022, 09:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პეკინის მოსკოვისადმი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მან პუტინს ოთხშაბათს განუცხადა, რომ „ყველა მხარემ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს უკრაინის კრიზისის სწორად მოგვარებისთვის“, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“.

 

 

კრემლმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პუტინმა სი ძინპინთან საუბრისას „თავისი ფუნდამენტური შეფასებები გამოხატა უკრაინაში ვითარების შესახებ“.

 

 

სიმ „აღნიშნა რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების ლეგიტიმურობა ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების დასაცავად გარე ძალების მიერ შექმნილი მისი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე“, ნათქვამია მოსკოვის ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

კრემლმა ასევე განაცხადა, რომ ოთხშაბათს სატელეფონო საუბრისას ლიდერები შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე დასავლეთის „არაკანონიერი“ სანქციების ფონზე.

 

 

„მიღწეულია შეთანხმება ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაze, გლობალურ ეკონომიკაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რომელიც უფრო გართულებულია დასავლეთის უკანონო სანქციების პოლიტიკის გამო“, - აცხადებენ კრემლში.

 

 

ჩინეთს არ გაუკრიტიკებია რუსეთის შეჭრა უკრაინაში და არც კი გამოუყენებია სიტყვა „შეჭრა“, მაშინ, როცა ნატო-სა და დასავლეთს მოსკოვის თავდასხმის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა ჩინეთის რუსეთთან ალიანსის გამო და გააფრთხილა ის ქვეყნები, რომლებიც პუტინის მხარეს დგანან უკრაინაში მისი შეჭრის დროს და აღნიშნა, რომ ისინი „ისტორიის არასწორ მხარეს“ იქნებიან.

 

 

„ჩინეთი აცხადებს, რომ ნეიტრალურია, მაგრამ მისი ქცევა ცხადყოფს, რომ ის კვლავ ახორციელებს ინვესტიციებს რუსეთთან მჭიდრო კავშირში“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

 

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პუტინი და სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ და ზედამხედველობდნენ შეთანხმების ხელმოწერას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მხარეებს შორის ურთიერთობას „საზღვრები/შეზღუდვები არ ექნება“. გაურკვეველი რჩება, იცოდა თუ არა სიმ იმ დროს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმის შესახებ.

 


ამ შეხვედრაზე, რომელიც პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა, ორმა ლიდერმა შეერთებული შტატების გასაგონად გამოაცხადა რუსეთისა და ჩინეთის პოზიცია ნატოს ნებისმიერი გაფართოების წინააღმდეგ და დაადასტურა, რომ კუნძული ტაივანი ჩინეთის ნაწილია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი