GUARDIAN.GE - უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს საკვანძო სოფელი ხერსონის სამხრეთ რეგიონში, რამაც დააჩქარა რუსეთის სამხედროების კიდევ ერთი უკანდახევა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 35-ე საზღვაო ბრიგადის მიერ უკრაინის დროშის აღმართვა ჩანს სოფელ დავიდივის ბრიდის თავზე, რამდენიმე სხვა ახლომდებარე სოფლის ხელჩი ჩაგდების ფონზე.
როგორც BBC იუწყება, მანამდე, რუსული ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ახლა კი მათ სამხრეთ ტერიტორიიდანაც დაახევინეს უკან. რუსების ბოლოდროინდელი წარუმატებელი ოპერაცია ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და ფედერაციის ახალი სუბიექტების შექმნის შესახებ „კანონების” ხელმოწერის დროს მიმდინარეობდა.
რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქ ხერსონს, სამხრეთში მდებარე რეგიონულ დედაქალაქს, მაგრამ მისი ძალაუფლება სულ უფრო მყიფედ გამოიყურება მდინარე დნეპრის ჩრდილოეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინულად ცნობილია როგორც დნიპრო.
BBC-ის ცნობითვე, ბოლო 48 საათის განმავლობაში, უკრაინული ძალები მდინარის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ სამხრეთისკენ დაიძრნენ და რუსული ქვედანაყოფები ახლა იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ ხერსონის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტიდანაც.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სწრაფი, ძლიერი მოძრაობები“ განახორციელეს სამხრეთ უკრაინაში და გაათავისუფლეს „ათობით დასახლება“ მხოლოდ ამ კვირაში.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ლეგიტიმურობა არ გააჩნია და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის მიერ განხორციელებული ანექსია და ქვეყნის ოთხ რეგიონში გამართული „რეფერენდუმები“ ანულირებულად გამოაცხადა.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს ესაუბრა ზელენსკის და დაარწმუნა იგი, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის ანექსიას. მათ ასევე განიხილეს 625 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც ასევე მოიცავს „Himars“-ის სარაკეტო გამშვებებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.