დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის შესაძლოა, ბორის ჯონსონმა იბრძოლოს
20-10-2022, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობისთვის შესაძლოა, პოსტიდან ცოტა ხნის წინათ წასულმა ბორის ჯონსონმა იბრძოლოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ გამოცემებზე - „თაიმსზე“ და „დეილი ტელეგრაფზე“ დაყრდნობით იუწყება. როგორც „თაიმსი“  წერს, ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ ეს „ეროვნული ინტერესის“ საქმეა. 

 

 

„დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, „კონსერვატიული პარტიის" ლიდერის არჩევნებში შესაძლოა ისევ ჩაერთოს რიში სუნაკი, რომელიც ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ პარტიულ არჩევნებში ლიზ ტრასთან დამარცხდა. 

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს გამოაცხადა. მან თქვა, რომ ვერ შეასრულა მანდატით მინიჭებული ის უფლებამოსილება, რომლითაც იგი აირჩიეს „ტორების" ლიდერად და აცნობა მეფეს, რომ თანამდებობას ტოვებდა. 

 

 

მისი თქმით, „კონსერვატიული პარტიის" ლიდერის არჩევნები მომავალ კვირაში დასრულდება. „მე ვიქნები პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სანამ არ აირჩევა მემკვიდრე“, - განაცხადა ტრასმა. 

 

 

მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. 

 

 

ლიზ ტრასის თანამდებობა პოლიტიკურ კრიზისს შეეწირა, რომელიც ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება.

 


ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. ტრასის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება.

 

 

მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებდა, სავალუტო ბაზარზე ფუნტი სტერლინგის ღირებულება გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით, მისი ღირებულება დაახლოებით $1.12-მდე დაბრუნდა.

 

 

ლიზ ტრასი თანამდებობაზე სულ რაღაც 45 დღეა რაც იმყოფება, ყველაზე ხანმოკლე პერიოდით, ვისაც კი ოდესმე დაუკავებია დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტი.

 

 

მეორე, ყველაზე ხანმოკლე ვადით მსახური პრემიერ-მინისტრი იყო ჯორჯ კენინგი, რომელიც 119 დღის განმავლობაში მოღვაწეობდა პრემიერის პოსტზე, ვიდრე 1827 წელს თანამდებობაზე ყოფნისას გარდაიცვლებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი