ჯორჯიის შტატში გამარჯვებით, „დემოკრატებმა“ აშშ-ის სენატში სრული უმრავლესობა მოიპოვეს
07-12-2022, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატი“ რაფაელ უორნოკი იმარჯვებს. იგი „რესპუბლიკელ“ ჰერშელ უოკერს ამარცხებს, იტყობინება CBS-ი, BBC-ის პარტნიორი აშშ-ში და დასძენს, რომ ეს წინასწარი შედეგებია, რაც ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. ამ შედეგით „დემოკრატები“ კონგრესის ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის გარეშე ქმნიან - 51-49.

 


ჯორჯიის შტატში მეორე ტური 6 დეკემებერს ჩატარდა, რადგან ნოემბრის შუალედური არჩევნებში ვერც უორნოკმა, სამხრეთელმა ბაპტისტმა მქადაგებელმა და ვერც ჰერშელ უოკერმა, ამერიკული ფეხბურთის ლეგენდამ, ვერ მოიპოვეს ხმების საჭირო 50%.

 


სენატის კონტროლი ნიშნავს, რომ „დემოკრატებს“ შეეძლებათ განაგრძონ ლიბერალი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა.

 


აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებს“ სუსტი უმრავლესობა აქვთ. 

 

 

წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ ძალიან მცირე უპირატესობის მიუხედავად, მათ შეეძლებათ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენზე დარტყმის მიყენება და მისი საკანონმდებლო დღის წესრიგის შეჩერება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მაგრამ „დემოკრატები“ უკვე მყარად შეინარჩუნებენ კონტროლს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაზე - სენატზე, როდესაც ახალი კონგრესი შეიკრიბება იანვარში.

 

 

ჯორჯიის შტატში 6 დეკემბერს გამართულ მეორე ტურში „რესპუბლიკელების“ კანდიდატის გამარჯვების, ანუ ადგილების 50-50-ზე გადანაწილების შემთხვევაშიც კი, სენატში უმრავლესობა მაინც „დემოკრატებს“ ექნებოდათ, რადგან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სენატის თავმჯდომარეცაა და გადამწყვეტი ერთი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.

 

 

„დემოკრატმა“ რაფაელ უორნოკმა გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლა ჯორჯიის შტატის მცხოვრებლების, დედისა და ღმერთისადმი მადლობით დაიწყო. „მძიმე კამპანიების“ შემდეგ, მისი თქმით, მისთვის პატივი იყო „დემოკრატიის ოთხი ყველაზე ძლიერი სიტყვის წარმოთქმა – ‘ხალხმა თავისი სათქმელი თქვა’“.

 


მისივე თქმით, ხმის მიცემა იყო „ერთგვარი ლოცვა იმ სამყაროსთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის გვსურს“. „ჯორჯიელები „ლოცულობდნენ თავიანთი ტუჩებით და ფეხებით, თავიანთი ხელებითა და ფეხებით, თავიანთი თავებითა და გულით“.

 


მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დედას, რომელმაც, მისი თქმით, 1950-იან წლებში ჯორჯიაში „სხვისი ბამბის კრეფაში“ გაზარდა, მაგრამ „ამაღამ იგი დაეხმარა თავის უმცროს შვილს შეერთებული შტატების სენატორი გამხდარიყო“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი