ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი უფროსი მასწავლებელი გახდა
13-12-2022, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE -  სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი, სომხურ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების, 48-საათიანი ტრენინგის გავლისა და პროფესიულ უნარებში ტესტის უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლით დაძლევის შემდეგ, უფროსი მასწავლებელი გახდა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი

 

 

როგორც ლიანა პილტოიანმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, იგი „უზომოდ გახარებულია“ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებით, თუმცა, დაამატა, რომ ამხელა სიხარულის განცდა არ ექნებოდა, მისი უმთავრესი ოცნება, ავარიული სკოლის შენობის რეაბილიტაცია რომ ვერ მოხერხებულიყო.

 

 

 

 

„სიტყვები არ მყოფნის. გულწრფელად გეტყვით, რომ უზომოდ ვარ გახარებული, მინდა სომხური ანდაზით გამოვხატო ჩემი ეს ემოცია. არ ვიცი ქართულად როგორ ითქმის ზუსტად, ალბათ ასე: „ჩვენი ხმალი ბრწყინვალედ ჩავაგეთ ქარქაშში“ - ასე ვთქვათ, ჩემი წილი ბრძოლა წარმატებით დასრულდა, თუმცა არა საბოლოოდ (იცინის). უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებით, ალბათ ერთი ეტაპი დამთავრდა და ახლა ვფიქრობ, დროა, მოვემზადო წამყვანობისთვის“, - განუცხადა ლიანა პილტოიანმა GUARDIAN.GE-ის და დაამატა:

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები

 


„უდავოდ დიდი სიხარულია გამოცდების წარმატებით ჩაბარება, მაგრამ ეს მაინც პიროვნული ამბავია, შენ გეხება მხოლოდ. მინდა მთელი გულწრფელობით გითხრათ, რომ ამ ჩემს სიხარულს არ ექნებოდა ის ფასი, როგორიც ამ წუთას აქვს, დღესაც ავარიულ სკოლაში რომ ვყოფილიყავით. იცით, რამხელა ძალისხმევა გავწიეთ და რა გამოვიარეთ, რომ ხაჩკოვის სკოლა ასეთ თანამედროვე, გამორჩეულ საჯარო სკოლად ქცეულიყო. ახლა, შეიძლება უკვე სიმაყით ვთქვა, რომ ნამდვილად ვალმოხდილად ვგრძნობ თავს. ჩემი პიროვნული წარმატება ვერაფრით ვერ იქნებოდა სრულყოფილი, ეს სკოლა რომ არ აღდგენილიყო“.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი პედკოლექტივთან ერთად

 


„მასწავლებლის მთავარი მოწოდება ხომ ბავშვებისთვის ცოდნის გადაცემა და მათი სწორ გზაზე დაყენებაა. შეიძლება ტრაფარეტულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ კარგ მოქალაქეებად უნდა გავზარდოთ ისინი. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ. ყველაფერი გავაკეთეთ არა მხოლოდ სკოლის აღდგენისთვის, არამედ ახალი ინვენტარის შეძენისთვისაც, რომ მოზარდებს სასიამოვნოდ ეგრძნოთ თავი. ყოველდღიურად ვხედავ, თუ როგორ არის მათი განწყობა ამაღლებული და როგორი სტიმული მისცა მათაც და ჩვენს მასწავლებლებსაც ახალმა გარემომ“, - განაცხადა ლიანა პილტოიანმა.

 

 

 

 

ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა სახლს და ასევე, თბილისის 122-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მედეა ქოქრაშვილს, რომელმაც 48-საათიანი ტრენინგი „შესანიშნავად“ ჩაუტარა მას და მის კოლეგებს.

 

 

 


„მოგეხსენებათ, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად გამოცდა სომხურ ენასა და ლიტერატურაში წელს პირველად ჩატარდა. ამ გამოცდაზე უმაღლესი ქულა მივიღე, თუმცა სტატუსის შესაცვლელად საჭირო იყო პროფესიული უნარების 48-საათიანი ტრენინგის გავლა და ტესტის ჩაბარება. მინდა გითხრათ, რომ ბრწყინვალე ტრენერი გვყავდა, ქალბატონი მედეა ქოქრაშვილი, თბილისის 122-ე საჯარო სკოლის დირექტორი. ტესტირება 26 ნოემბერს ჩატარდა, 25 შეკითხვიდან 23-ს გავეცი სწორი პასუხი. მასწავლებელთა სახლიდან უკვე მივიღე შეტყობინება, რომ ჩემი სტატუსი შეიცვალა და უფროსი მასწავლებელი ვარ, თუმცა ეს ალბათ, იანვრიდან აისახება. ამ დრომდე მე და მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელიღა ვიყავით ჩვენს სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე. აბსოლუტური უმრავლესობა ბოლო წლებში უფროსი მასწავლებელი გახდა.

 

 

 


„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველა საჯარო სკოლის იმ პედაგოგებს წარმატება, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს. ასევე, მსურს მადლობა ვუთხრა განათლების სამინისტროს და ყველას, ვისაც ჩვენს წარმატებაში წვლილი მიუძღვის“, - განუცხადა ლიანა პილტოიანმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

 

 

საინფორმაციო სააგენტო GUARDIAN.GE-ის მიერ ლიანა პილტოიანის შესახებ მომზადებული სხვა სტატიები გთხოვთ, იხილოთ დაბლა მოცემულ ბმულებზე.

 

 

 


ლიანა პილტოიანი: „რომ იტყვიან, რკინის ქალამნები ჩავიცვი და არ მოვერიდე ჩინოვნიკების შეწუხებას… მადლობა ღმერთს, შეისმინეს ჩემი თხოვნა“ - ხაჩკოვის საჯარო სკოლის აღსადგენად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა

 

 

 

 

ლიანა პილტოიანი: ხაჩკოვის საჯარო სკოლის 2.5 მილიონი ლარის პროექტი სრულდება, მალე ახალ სკოლაში განვაგრძობთ სასწავლო პროცესს

 

 

ლიანა პილტოიანი - დირექტორი, რომელმაც ხაჩკოვის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო

 

 

წალკის სომხური საჯარო სკოლების დირექტორები და სომხური ენის პედაგოგები საგანში გამოცდის დანიშვნას მოითხოვენ, რათა მათაც მიეცეთ უფროსი თუ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა

 

 

ლიანა პილტოიანი ერთადერთია წალკის სომხური სკოლების დირექტორებიდან, რომელიც ქართულ ენას სრულყოფილად ფლობს და თავის კოლეგებს თარჯიმნობასაც უწევს

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი