„ვხუმრობ, რომ ოდისევსის მოგზაურობაში ვარ, როდის დავამთავრებ ჩემს ოდისეას, არ ვიცი“ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი
29-05-2023, 23:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - „თავიდან, როცა ბავშვებს თბილისში ექსკურსიაზე წაყვანა შევთავაზეთ, ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ პირადობის მოწმობა არ მაქვსო, საზღვარზე არ გამიშვებენო, ამიტომ ვერ წამოვალო - არ ეგონა თავისი თავი საქართველოს მოქალაქე; ეგონა, რომ სომხეთში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ასეთი სურათი იყო 10 წლის წინ აქ“, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა ვენერა მღებრიშვილმა განუცხადა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი 

 


როგორც ვენერა მღებრიშვილმა GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას აღნიშნა, იმისათვის, რომ 10 წლის წინანდელი სურათი შეცვლილიყო და სოფელ მაჭატიაში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხი ეროვნების ადამიანებს თავი საქართველოს მოქალაქეებად ეგრძნოთ, მან არაერთი აქტივობა და პროექტი განახორციელა - როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისა და პედაგოგებისთვის.

 


„წარმოშობით გორიდან ვარ. 16 წელი ვმუშაობდი გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. შემდეგ 1 წელიწადი რუსთავის #4 საჯარო სკოლაში მომიწია მუშაობა დაწყებითი კლასის პედაგოგად. იმ დროს პროექტში მივიღე მონაწილეობა, ამიყვანეს კონსულტანტ-მასწავლებლად და უკვე 10 წელია მაჭატიის საჯარო სკოლაში ვასწავლი ქართულს როგორც მეორე ენას. როცა აქ მოვედი, ერთი კონსულტანტ-მასწავლებელი იყო, რომელსაც 3 წელი ჰქონდა აქ ნამუშევარი, მაგრამ მაინც რთული სურათი დამხვდა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი კოლეგებთან ერთად

 

„ქართული ენის სწავლების გაძლიერების პარალელურად დავიწყე ფიქრი მოსწავლეთა ქართულ გარემოში ინტეგრირებაზე და ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მათი მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაყვანა იყო. მოვაწყვეთ ექსკურსია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავათვალიერებინეთ თბილისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი. გვინდოდა გვეჩვენებინა, რამხელა პრივილეგიები ექნებოდათ მათ, თუკი ქართულ ენას კარგად ისწავლიდნენ. თავიდან, როცა ამ ბავშვებს თბილისში ექსკურსიაზე წაყვანა შევთავაზეთ, ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ პირადობის მოწმობა არ მაქვსო, საზღვარზე არ გამიშვებენო, ამიტომ ვერ წამოვალო. ანუ არ ეგონა თავისი თავი საქართველოს მოქალაქე; ეგონა, რომ სომხეთში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ასეთი სურათი იყო 10 წლის წინ აქ, მაგრამ ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა და არავის აქვს იმის განცდა, რომ სომხეთშია. დღეს, ყველამ იცის, რომ საქართველოს მკვიდრია და საქართველოს მოქალაქეა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის ვენერა მღებრიშვილმა.

 

 

მაჭატიის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი, ვენერა მღებრიშვილი ექსკურსიების მოწყობის გარდა, ისეთ პროექტებს და აქტივობებს ახორციელებინებს მოსწავლეებს, რომელიც სახელმწიფო ენის უკეთესად შესწავლასთან ერთად, მათ მრავალმხრივ განვითარებასაც უწყობს ხელს.

 


„ერთ-ერთი რაც გავაკეთე, საქართველოს შესახებ პროექტი იყო.კონკურსები გვქონდა მხატვრულ კითხვაში, კალიგრაფიაში და 4 ბავშვი, რომელმაც გაიმარჯვა, საკუთარი სახსრებით წავიყვანე ჩემს სახლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში და სამ დღეში შემოვატარე მცხეთა, უფლისციხე, თბილისი - შინ დაბრუნებული ბავშვები ოჯახებში იკრიბებობდნენ და უყვებოდნენ თავიანთ თანასოფლელებს ნანახის და განცდილის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად ექსკურსიების მოწყობაც არ იყო იოლი საქმე. ბავშვებს ასე ადვილად არ განდობდნენ. აშკარად შეიცვალა ურთიერთობა თემთან დამოკიდებულებაში, პედაგოგებთან და ბავშვებთანაც უკვე. რასაც დავპირდები ხოლმე მათ, აუცილებლად უნდა შევასრულო. გასულ წელს აბასთუმნის ობსერვატორიაში მყავდა წაყვანილი და ეს თემატურადაც მისადაგებული გასვლა იყო.

 

 

„ასევე ვახორციელებთ პროექტს, საქართველოს კუთხეების შესახებ. თავიდან ქვეყნის ოთხ რეგიონზე შევაჩერეთ ყურადღება. ბავშვებმა მოიძიეს მასალა და „Power Point“- ში ააწყვეს თავიანთი ნამუშევრები. მეორე ეტაპი გვაქვს წიგნების შედგენა. თითო კუთხის შესახებ წიგნი უნდა წარმოადგინონ, ამაზე ვმუშაობთ და მათი ნამუშევრები სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდება. ეს გეოგრაფიის მასწავლებელსაც გამოადგება, როგორც რესურსი და ქართულის მასწავლებელსაც. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაასურათეს, ტექსტი შეადგინეს და წიგნის სახით წარმოადგინეს საქართველოს ესა თუ ის კუთხე. პროექტი გაგრძელდება. წელს თუ ოთხი კუთხე გვქონდა, მომავალში ქვეყნის სხვა 4 რეგიონს ავიღებთ და საბოლოოდ, საქართველოს ყველა კუთხეს მოვიცავთ“, - განაცხადა ვენერა მღებრიშვილმა.

 

 

მისი აზრით, საქართველოს სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეთა ქართულ გარემოსთან უფრო მეტად ინტეგრირებისთვის ეფექტური იქნება ქართულ სკოლებთან ინტენსიური კავშირების დამყარება და საზაფხულო ბანაკებში გასვლა.

 

 

„ვფიქრობ, ქართულ სკოლებთან დამეგობრება იქნება ერთ-ერთი კარგი საშუალება ამ მხრივ. ახალქალაქშიც გავქვს ქართული სკოლები - კოთელიის, გოგაშენის, აზმანის, პტენის, ჩუნჩხის, ახალქალაქის #3 საჯარო სკოლა. ამასთან, ბანაკებში გასვლაა ძალიან კარგი. იქ, როგორც აზერბაიჯანელები, ასევე სომხები, ქართველები იყრიდნენ თავს. სხვათა შორის, კარგი ტრადიცია გვქონდა ამ მხრივ, მაგრამ ბოლო წლები, პანდემიის გამო შეჩერდა ეს.

 

 


„მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წლის წინ ქვახვრელის სკოლაში მყავდა ბავშვები წაყვანილი და დავასწარი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს - ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადიოდნენ და აინტერესებდათ გაკვეთილის მიმდინარეობა - დირექტორის, ქალბატონი მზია ოხანაშვილის გაკვეთილს დავესწარით. ძალიან მოეწონათ ბავშვებს როგორც ქართულის გაკვეთილი, ისე თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობა. გვინდოდა ამის გაგრძელება, მაგრამ პანდემიის პერიოდმა შეგვიშალა ხელი, თუმცა აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვენერა მღებრიშვილმა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან


იგი მაჭატიის საჯარო სკოლაში მისი მისვლის პირველ წლებს იხსნებს და ამბობს, რომ თავდაპირველად პედკოლექტივი მას ეჭვის თვალით შეხვდა, მაგრამ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მისდამი დიდი ნდობა და პატივისცემა გაუჩნდათ.

 


„როდესაც მოვედი სკოლაში, თვითონ პედაგოგების მხრიდანაც იყო ეჭვი იმის თაობაზე თუ რისთვის მოვედი აქ. ზოგიერთს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ვეგონე და უნდობლობით იყო განწყობილი, ეჭვის თვალით მიყურებდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც არაერთი ღონისძიება ჩავატარე, მასწავლებლებსაც რომ დავეხმარე, დამოკიდებულება შეიცვალა. მასწავლებლების სერტიფიცირება რომ დაიწყო, მინდოდა დამერწმუნებინა ისინი, რომ მათაც შეეძლოთ გამხდარიყვნენ უფროსი მასწავლებლები ამ სქემის საშუალებით. თავიდან მხოლოდ ერთი მასწავლებელი მომენდო, ვიმუშავეთ, 7 კრედიტი აიღო მათემატიკაში და გახდა უფროსი მასწავლებელი. ამის შემდეგ იმხელა ნდობა წამოვიდა, მაგრამ ამას მთელი წლის მუშაობა დასჭირდა და დღეს უკვე ჩვენთან, 17 პედაგოგიდან ერთი წამყვანია, დანარჩენები, ორის გარდა, უფროსი მასწავლებელი და უკვე ფიქრობენ, რომ წამყვანის გამოცდაზეც გავიდნენ“, - აცხადებს ვენერა მღებრიშვილი.

 

 

იგი სკოლაში მოსწავლეების პარალელურად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ეგიდით, სოფლის მცხოვრებთაც ასწავლის ქართულ ენას და ამ მხრივ ინტერესი ბოლო წლებში საკმაოდ არის გაზრდილი.

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მაჭატია, 2 მაისი, 2023 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მე ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაშიც ვმუშაობ პარალელურად. მაჭატიის სკოლას აქვს ხელშეკრულება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ აქვე ვატარებ გაკვეთილებს - კვირაში სამჯერ. ადრე თუკი თემიდან ვერავის ნახავდი ქართულის გაკვეთილებზე, ამჟამად 13 მშობელი დადის, სწავლობენ ქართულ ენას, მათ თავიანთი შვილებიც მოყვებიან. სკოლაში რეგისტრაცია 16 წლიდან არის დაშვებული, მაგრამ ამ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 16 წელი, მაინც არ ვეუბნები უარს დასწრებაზე, მსმენელების როლში არიან, აინტერესებთ და ვუშვებ, რომ იყვნენ და მოისმინონ. ზოგჯერ მათაც ჩავრთავ პროცესში და ძალიან მოსწონთ ეს. უკვე თვითონ თემშია ინტერესი სახელმწიფო ენის შესწავლის. მომავლი წლიდან, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაფართოვდება ჯგუფი.

 


„თავად ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი ანაიტ პარონიანი იმის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დაძლიო შრომითა და მონდომებით სირთულეები და შეისწავლო ქართული ენა. იგი უკვე ბ1 დონეზე ფლობს სახელმწიფო ენას. ჩვენ ძირითადად ქართულ ენაზე ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ეს მისი ლექსიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ვენერა მღებრიშვილმა.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან

 

GUARDIAN.GE-ის სტატია სათაურით - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიან: „როგორ შეიძლება იყო სკოლის დირექტორი საქართველოში და არ იცოდე ქვეყნის სახელმწიფო ენა?!“ - იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.

 

 

ვენერა მღებრიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებული სიხარულის განცდა ეუფლება, როდესაც თავის ყოფილ მოსწავლეებს ხვდება და მათი წარმატების შესახებ იგებს ამბებს.

 


„მიხარია, როცა ჩემს ყოფილ მოსწავლეებს ვხვდები და ქართულ ენაზე მესაუბრებიან. ზოგი მათგანი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს. თბილისშიც კი შემხვდნენ, საოცარი გრძნობა იყო, ჩავეკარით ერთმანეთს დიდი სითბოთი და სიყვარულით. საოცრად მახარებს მათი წარმატება. თბილისში ისინი უკვე სხვანაირად გრძნობენ თავს, ამაყად არიან, დაძლეული აქვთ გაუცხოება.

 


„ჩემი ოჯახი სოფელშია, მე შაბათ-კვირას ჩავდივარ გორში. პარასკევს მივდივარ, კვირას ისევ უკან ვბრუნდები. 10 წელია ასე ვმუშაობ - 1 დღეც კი არ გამიცდენია სკოლა. ვხუმრობ, რომ ოდისევსის მოგზაურობაში ვარ, როდის დავამთავრებ ჩემს ოდისეას, არ ვიცი (იცინის)“, - უთხრა ვენერა მღებრიშვილმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი მოსწავლეებთან - გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   Hermine
      
I have been surfing online more than three hours as of late,
but I never found any fascinating article like yours. It is pretty price
sufficient for me. In my opinion, if all website owners
and bloggers made excellent content material as you did,
the internet might be a lot more useful than ever
before.

Also visit my blog :: end-to-end encrypted
1 ივნისი 2023 22:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი