საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებელმა, ჩინარიკ ერანოსიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში მუზეუმი დააფუძნა
31-05-2023, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში, სკოლის მაშინდელმა დირექტორმა, საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ჩინარიკ ერანოსიანმა მუზეუმი დააფუძნა, მუზეუმში წარმოდგენილი ძველი ნივთები და ნაკეთობები კი, სოფლის მოსახლეობამ უანგაროდ გაიღო.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ჩინარიკ ერანოსიან
 

 

როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორმა, არარატ ელიზბარიანმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა, ჩინარიკ ერანოსიანმა მუზეუმის შექმნის თაობაზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო და მისი ძალისხმევით, სადღეისოდ, მუზეუმში არაერთი ძველი ნაკეთობა და ნივთია თავმოყრილი.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან (ხელმარჯვნივ) და საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ჩინარიკ ერანოსიან (ხელმარცხნივ)

 


„კარტიკამის საჯარო სკოლაში ისტორიული მუზეუმის ჩამოყალიბების იდეა დედაჩემს, ჩინარიკ ერანოსიანს ეკუთვნის. იგი ამავე სკოლის დირექტორად მუშაობდა 1995 წლიდან 2011 წლამდე, არის საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ახლაც მუშაობს სკოლაში და მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება. მან მუზეუმის დაფუძნების თაობაზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო და ყველაფერი, რასაც ამ მუზეუმში ხედავთ, მისი მუშაობის შედეგია.

 


„აქ, მუზეუმი სკოლის რეაბილიტაციამდე განთავსდა, ხოლო რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შედგა შეთანხმება თუ სად დაიდებდა ბინას მუზეუმი სკოლის კაპიტალური რემონტის დასრულების შემდეგ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურიდ სამინისტრომ, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში სკოლის რეაბილიტაციის 20%-ის თანადაფინანსებას ახდენდა, თანხმობა გვითხრა ჩვენს იდეაზე, მუზეუმის ახალ სკოლაში განთავსების შესახებ და სპეციალური ოთახიც გამოგვიყო.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ჩინარიკ ერანოსიან

 


„აქ წარმოდგენილი ექსპონატები სოფლის მცხოვრებლებმა უანგაროდ გადმოგვცეს, ვისაც რა ჰქონდა წარსულიდან შემორჩენილი. რასაც ახლა მუზეუმში ხედავთ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენი სოფლის მკვიდრთა მიერ არის შემოწირული. ეს არის მათი საჩუქარი სკოლისთვის - ოჯახებიდან, ვისაც რა ჰქონდა, მოიტანა და შემოგვწირა. ყველა შემოწირულება ჟურნალშია აღნუსხული. ჩვენთვის ყველა ეს ძველი ნივთი ღირებულია, მაგრამ მის შესაფასებლად სპეციალისტების აზრის მოსმენა უფრო იქნებოდა მიზანშეწონილი, ისინი უკეთესად შეაფასებდნენ. აქ არის ხვნა-თესვის დროს გამოსაყენებელი სასოფლო-სამეურნეო ძველი იარაღები, ძველი ტანისამოსი, ფეხსაცმელი, ძველი ფული, ქოთნები, ინსტრუმენტები, აკვნები და ა.შ.

 

 

 


„აქ არის ასევე წარმოდგენილი ჩვენი სოფლიდან პირველი მასწავლებელი ქალის ფოტო, რომელსაც უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული“, - განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორმა, არარატ ელიზბარიანმა GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას, ქართულ ენაზე.

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან

 


მისი თქმით, სკოლის მუზეუმს არაერთი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

 

 


„ჩვენს სკოლას და მუზეუმს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, მილენიუმის პროგრამის დირექტორი, აშშ-ის ელჩი. სტუმრებმა ამ მუზეუმს მაღალი შეფასება მისცეს. მათთვის, სკოლაში შექმნილი ასეთი განსხვავებული გარემო ძალიან საინტერესო აღმოჩნდა“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის არარატ ელიზბარიანმა.

 

 


მან ბოლშევიკების სოფელში შესვლის ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ კათოლიკური სოფლის, კარტიკამის სომეხმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ქალებმა, კომუნისტებს იმდენად მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ ხელი ააღებინეს კათოლიკური ეკლესიის დანგრევაზე.

 

 

 

„რამდენიმე ორსული ქალი გადაეღობა ბოლშევიკებს, რომელთაც ეკლესიის დარბევა ჰქონდათ განზრახული, და არ შემოუშვეს სოფელში. ამით, ამ შეუპოვარმა ქალებმა, ეკლესია დანგრევას და გაძარცვას გადაარჩინეს და მას შემდეგ, კომუნისტურ ეპოქაშიც კი, სოფელში ტაძარი არასდროს დაკეტილა“, - უთხრა GUARDIAN.GE-ის არარატ ელიზბარიანმა.

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის მუზეუმი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

 

GUARDIAN.GE-ის სტატია - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან: დირექტორად დანიშვნისთანავე ერთ-ერთ პირველ მიზნად სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავისახე - იხილეთ ბმულზე. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი