ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩაერთვება
01-06-2023, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მომავალ კვირას, აიოვას შტატში გამოაცხადებს იმის შესახებ, რომ 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და 7 ივნისს ვიდეორგოლსაც გამოაქვეყნებს, - იტყობინება ABC News-ი.

 


7 ივნისს პენსი 64 წლის ხდება და ვიდეო რგოლის გამოქვეყნება, თავისი დაბადების დღისთვის გადაწყვიტა.

 


პენსი, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და 2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლ ჰილზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო, ტრამპის წინააღმდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში ჩაერთვება.

 


თეთრი სახლის დასაკავებლად ბრძოლაში მონაწილეობის შესახებ „რესპუბლიკური პარტიიდან“ ერთ-ერთმა პირველმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, შემდეგ კი ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა.

 


მოგვიანებით, მეორე ვადით კენჭისყრაზე სურვილი მოქმედმა „დემოკრატმა“ პრეზიდენტმა, 80 წლის ჯოზეფ ბაიდენმა გამოხატა.

 

 

2020 არჩევნებში ბაიდენი 78 წლის ასაკში, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი გახდა. ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი პრაიმერის არჩევნებში დამარცხებულიყო და ამჯერადაც არ არის მოსალოდნელი ასეთი რამ მოხდეს, თუმცა ბაიდენს ბრძოლა მოუწევს „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატთან, რომელიც არ არის გამორიცხული, ისევ თავისი ძველი მეტოქე, დონალდ ტრამპი იყოს, თუკი მას საერთოდ მიეცა კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეების აღძვრის გამო.

 

 

 

დონალდ ტრამპმა 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი