არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლები 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება 15 ივნისიდან ამოქმედდება
14-06-2023, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE-ის არქივის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლა - სკოლის დირექტორი, სომხური ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ლიანა პილტოიანი 

 

2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული საქართველოს მთავრობის №221 დადგენილების თანახმად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილები შევიდა. დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს და ის 15 ივნისიდან ამოქმედდება.

 

 

მუხლი 1

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2019, 430050000.10.003.021258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“:

 

 

1. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 


„5. მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 სექტემბრისა იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 

 

2. 41-ე მუხლის:

 

 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 


„1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.“;

 


ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 


„2. 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით მიენიჭება 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულა. მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

 


3. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან რუსულენოვან სკოლებში/სექტორებზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბარებული ან ნაწილობრივ დადასტურებული აქვთ რუსული, როგორც უცხო ენის გამოცდა 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.“;

 


გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 


„7. იმ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.“;

 


დ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

 


„8. იმ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებისა), რომლებმაც 2023 წლის იანვრისთვის ვერ შეიცვალეს სტატუსი და 2023 წლის საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, მიეცეთ უფლება, 2023 წლის საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები დაუანგარიშდეთ 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად.

 


9. 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები შესაძლებელია, დაანგარიშდეს 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

საგნის გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულის %

 


კრედიტქულა

 

 

60-იდან ზემოთ 10

 

50-იდან 60-მდე 7

 

40-იდან 50-მდე 4

 

30-იდან 40-მდე 1

 


3. 411 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2

 

დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 15 ივნისიდან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი