რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხეილ მიშუსტინის განცხადებით, რუსეთი ვლადიმერ პუტინის გარშემო უნდა დარჩეს გაერთიანებული
26-06-2023, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - 24 ივნისს „ვაგნერის“ მეთაურის, სერგეი პრიგოჟინის და მის დაქირავებული მებრძოლების მიერ მოწყობილი ამბოხი „რუსეთის სტაბილურობისთვის გამოწვევა“ იყო, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა. მისი შეფასებით, ქვეყანა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარშემო უნდა დარჩეს გაერთიანებული.

 


პრიგოჟინის მთავარი სამიზნე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი, სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ვიდეო კადრების თანახმად, უკრაინაში, ბრძოლის ველზე მყოფ ჯარისკაცებთან ერთად ჩანს, თუმცა უცნობია, როდის არის გადაღებული აღნიშნული კადრები.

 


დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა ამბოხის გაცხადებისთანავე სწორედ შოიგუს გადაყენება მოითხოვა და მას ბოროტება უწოდა.

 


24 ივნისს, ღამით, რუსეთში შექმნილი რთული მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდერ ლუკაშენკომ მოლაპარაკებები გამართა „ვაგნერის“ დაქირავებული სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელთან, რომლის დროსაც პრიგოჟინი დათანხმდა, თავისი ჯარების შეჩერებაზე და „სიტუაციის დეესკალაციაზე“.

 

 

„პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „ვაგნერის“ გადაადგილების შეჩერების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - განაცხადა ლუკაშენკოს პრესსამსახურმა.

 


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეჩერდება.

 


„სისხლის სამართლის საქმე შეჩერდება და თავად იგი ბელარუსში წავა. თუ თქვენ მკითხავთ, რა არის ამის გარანტია, რომ პრიგოჟინს შეეძლება წასვლა... ეს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვაა“, - განაცხადა პესკოვმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გააკეთებს იგი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ბელარუსში.

 


პრიგოჟინის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. რუსული მედიის ცნობით კი, „ვაგნერის“ მეთაურის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ არ არის დახურული, მიუხედავად კრემლის განცხადებისა, რომ მის მიმართ ბრალდებები მოხსნილია.

 


ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ამბოხი პირდაპირი გამოწვევა იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის და გამოავლინა „ბზარები“ მის მმართველობაში.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი