კახა კალაძე: დასვენების დღეები დაუმთავრდათ და ჩემმა სამმა მცირეწლოვანმა შვილმა რაჭა სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩემივე ავტომობილით დატოვა
04-08-2023, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადების შემდეგ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა კონკრეტული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი სტიქიის ადგილზე მისი ოჯახის გადასარჩენად ჩაფრინდა.

 


თბილისის მერმა აღნიშნულ ინფორმაციას კონკრეტული მედიაარხის მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული სამარცხვინო პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ დასვენების დღეების დასრულების გამო, მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა რაჭა სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, ავტომობილით დატოვეს.

 


„რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო. ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას და ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ კუთხის მიმართ. გუშინ დასვენების დღეები დაუმთავრდათ და სანამ სტიქია, ეს უბედურება დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემივე ავტომობილებით დატოვეს ტერიტორია, აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება. ეს სპეკულაციები მიზანმიმართულად ხდება და მიმდინარეობს.

 


კონკრეტულად „TV პირველს“ მინდა მივმართო, თქვენ ხართ სამარცხვინოები, როდესაც ასეთი ტრაგედიისა და უბედურების ფონზე, ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. სამარცხვინოები ხართ მთლიანად თქვენი კოლექტივი, თქვენ ხელმძღვანელებთან ერთად. ასაუბრებთ ადამიანს, ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, ეძებს ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ, თითქოს, ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და მისი საშუალებით დატოვეს ტერიტორია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ შვილებიგადამირჩინა, თუმცა, ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


ასევე, თბილისის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე, კახა კალაძისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, თქვა, რომ „ოქრიაშვილი არის ნაძირალა, რომელიც მზადაა, იკადროს და გააკეთოს ყველაფერი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი