რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხი განხილული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმების შესაბამისი დასკვნა დაიდება და როდესაც იგი იქნება გამოწერილი კლინიკიდან
25-05-2022, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ უტარდება გამოკვლევები, შესაბამისი მკურნალობა და მისი ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხი განხილული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმების შესაბამისი დასკვნა დაიდება და როდესაც იგი იქნება გამოწერილი კლინიკიდან, ხოლო შუამდგომლობა, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას, საფუძველს მოკლებულია.

 


როგორც მინისტრმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ უთხრა, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ შექმნან რეალობისგან სრულიად განსხვავებული სურათი და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას და „ამის ნათელი მაგალითია, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური, რაც არის სრული სიცრუე“.

 


„მაგალითისთვის შემიძლია, მოვიყვანო ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული პირები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თანაც, სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ მტკიცებით ფორმაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობით იხილა, რომ ის დამოუკიდებლად გადმოვიდა მანქანიდან და ასევე დამოუკიდებლად შევიდა კლინიკის ტერიტორიაზე. ასევე, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ შექმნან რეალობისგან სრულიად განსხვავებული სურათი და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური, რაც არის სრული სიცრუე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. როგორც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ოჯახის წევრები გამოხატავენ აშკარა კმაყოფილებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, ყველამ დააცადოს მედიკოსებს მუშაობა, რათა მათ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები და თუკი იქნება ამის საჭიროება, ჩაუტარონ შესაბამისი მკურნალობა მსჯავრდებულ სააკაშვილს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 


ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია როგორც შუამდგომლობა პარლამენტის წევრების მხრიდან, ასევე ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას.

 


„საზღვარგარეთ გადაყვანას იუსტიციის სამინისტრო ვერ განიხილავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არის როგორც შუამდგომლობა პარლამენტის წევრების მხრიდან, ასევე ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას.

 


რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს, ეს იქნება განხილული მხოლოდ მას შემდეგ, რაც, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ექიმების შესაბამისი დასკვნა და როდესაც იგი იქნება გამოწერილი კლინიკიდან“, – განუცხადა რატი ბრეგაძემ „პირველ არხს“.

კომენტარები: 2096
#16   Leora
      
30 მაი 2022 13:15
#15   Bennett
      
%%

Feel free to surf to my web blog :: Windows repairs near me
30 მაი 2022 11:18
#14   Florence
      
%%

Take a look at my page - double glazed window repairs
near me
30 მაი 2022 04:56
#13   Cathryn
      
%%

Here is my web page :: broken Window
repair near Me
30 მაი 2022 02:26
#12   Kassie
      
%%

my web-site: window.repair near me
29 მაი 2022 23:25
#11   Connor
      
29 მაი 2022 15:19
#10   Juan
      
29 მაი 2022 01:12
#9   Mable
      
%%

my website :: window repair.Near.me
28 მაი 2022 19:11
#8   Nate
      
%%

Check out my webpage: upvc
window repair near me
28 მაი 2022 18:48
#7   Larry
      
28 მაი 2022 14:57
#6   Nikole
      
%%

Feel free to surf to my web blog Windows
Repair Near Me
28 მაი 2022 05:03
#5   Catharine
      
%%

Review my web page: Windows
Repair Near Me
27 მაი 2022 22:32
#4   Byron
      
free hd porno video porno adult
free web cams porno free porno chat
27 მაი 2022 19:12
#3   Jarred
      
27 მაი 2022 12:42
#2   Meagan
      
Hi there! Do you use Twitter? I'd like to follow you
if that would be ok. I'm definitely enjoying your blog and
look forward to new updates.

Here is my web site; Judi online
27 მაი 2022 10:52
#1   Lynne
      
I constantly spent my half an hour to read this blog's content every day along with a cup of coffee.


Take a look at my web-site :: แทงหวยออนไลน์
26 მაი 2022 06:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი