გულის დაავადება, მისი სიმპტომები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ გულის შეტევისას
27-04-2014, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გულის დაავადება ამერიკაში ადამიანთა სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებებს შორის პირველ ადგილზე რჩება. თუ კი თქვენი ოჯახური ისტორია ამ დაავადებით გამოირჩევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულის დაავადება თუ გულის შეტევა თქვენც ყოველ მიზეზ გარეშე დაგემართოთ. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიშები, დაბალქოლესტერინის შემცველი წამლები და სიცოცხლის შემნარჩუნებელი ოპერაციები შეამცირებს თქვენს რისკებს გაგივითარდეთ ან უარეს შემთხვევაში გარდაიცვალოთ გულის დაავადებით.

 


რამდენად განაპირობებს სტრესი გულის დაავადების წარმოქმნას.

 


სტრესი ანთებას იწვევს. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ სტრესი, დაძაბული სამუშაო და საყოველთაო დემორალიზაცია გულის დაავადების დიდ რისკს წარმოშობს თუმცა კი ურთიერთობები ნაკლებად მიზეზობრივია, ვიდრე ცხოვრების წესის სხვა ფაქტორები, მაგალითად მოწევა.

 

 

სტრესი, კორტიზოლის, "სტრესის ჰორმონის" გაზრდას იწვევს, რაც სისხლში შაქრის შემცველობასა და წნევის მატებას განაპირობებს. კორტიზოლის ჭარბი წარმოება, შესაძლოა სექსუალურად აღგზნებულად ყოფნის მდგომარეობის მუდმივი თანმდევი გახდეს, რაც საბოლოოდ გულის შეტევით სრულდება.

 

 

სტრესს ვერ გამოვრიცხავთ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლოა იოგის ვარჯიშებით მასთან ეფექტური ბრძოლა.

 


რა დოზით უნდა აკეთოთ ვარჯიშები გულის დაავადებისაგან თავის დასაცავად?

 


ძველი შეხედულებით, ძლიერი დატვირთვა და ვარჯიშები იმ ადამიანებისათვის ვინც გულის დაავადებათა რისკის ქვეშ იმყოფებიან, შესაძლოა სახიფათო იყოს. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ რაც უფრო მძლავრია ვარჯიში, მით უფრო მარგებელია ის გულისთვის, თუმცა კი მოკლე 15-წუთიანი, ძალზე ენერგიული ვარჯიში შესაძლოა ისეთივე სასარგებლო იყოს, როგორც ერთი მარათონის სესია.

 


ატლანტას დაავადებათა კონტროლისა და დაცვის ცენტრის მკვლევართა მიხედვით, ერთი კარდიოვასკულარული სიკვდილი შესაძლოა თითოეულ 145 დიაბეტით დაავადებულ ადამიანში იყოს დაცული კვირაში მხოლოდ 2 საათიანი ფეხით სიარულით.

 


დევიდ კულენის ძმა, სტივი 1995 წელს 40 წლის ასაკში გულის დაავადებისაგან გარდაიცვალა. 2002 წელს მისი დანარჩენი 2 ძმაც თითო დღის დაცილებით, ასევე იგივე დაავადებით გარდაიცვალა. თავად დევიდ კულენი კი არ არის მოსალოდნელი რომ ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალოს. იგი დღეში 6-იდან 9 მილამდე დარბის და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.

 


ვარჯიში ეხმარება სისხლძარღვებს გაფართოებაში და ხელს უწყობს სისხლის უფრო თავისუფლად მიმოქცევას. ჰარვარდის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ვინც ხშირად აკეთებს ენერგიულ გამამხნევებელ ვარჯიშებს, 20%-ით უმცირდებათ გულის დაავადებათა რისკი. ვარჯიშების ამ კატეგორიაში შედის სირბილი თუ ნელი, ძუნძულით სირბილი, ცურვა, ტენისის თამაში თუ აერობატიკის კეთება.

 


კვირაში 3 ან მეტი მილის ფეხით სიარული კი გულის დაავადების რისკს 10 %-ით ამცირებს.

 

 


რა შეგრძნებები ახლავს გულის შეტევას?

 


გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მკერდის ტკივილია. ადამიანები ამ დროს განიცდიან სუნთქვის უკმარისობას, ყბის ტკივილს, მკლავის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას.

 


ვაშინგტონში მცხოვრები 52 წლის კევინ ამბროსი, რომელსაც გულის შეტევა სამჯერ ჰქონდა, ყვება: "სამივე შემთხვევაში გულის შეტევები მსუბუქი ფორმით გადავიტანე, მუხლებზე არ დავცემულვარ, თავის საშინელი ტკივილი და ბუნდოვანი მხედველობა მქონდა, ერთ-ერთი შეტევისას თავს იმდენად ნორმალურად ვგრძნობდი, რომ სასწრაფოს გამოძახების ნაცვლად საავადმყოფოში ჩემივე მანქანით წავედი."

 

 

ქალბატონებში სიმპტომები განსხვავებულია

 

 

515 ადამიანს შორის, რომელიც გულის შეტევას გადაურჩა, არკანზასის უნივერსიტეტმა კვლევა ჩაატარა. მხოლოდ 30%-მა განაცხადა, რომ გულის შეტევამდე მკერდზე ზეწოლა ჰქონდა. ძალიან ცოტამ თუ გაიხსენა, რომ შეტევამდე და შეტევის შემდეგ, ტკივილი ჰქონდა.

 


ქალბატონებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია არაჩვეულებრივი ღონემიხდილობა, ძილის პროცესის რღვევა, სუნთქვის გახშირება, კუჭის აშლილობა და მღელვარება და შიში. ამგვარი "ტკივილისაგან თავისუფალი" შეტევები ჩვეულებისამებრ ქალბატონებს, დიაბეტით დაავადებულებს და 65 წელს გადაცილებულთ ემართებათ.

 

 

როგორ უნდა ვიმოქმედოთ გულის შეტევისას

 


მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც კი ვიცოდეთ ზუსტად გულის შეტევა მოგვივიდა თუ სხვა რამ, მაინც აუცილებელია სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება და საავადმყოფოში მისვლა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ გინდ ცდებოდეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას, მაინც უმჯობესია სასწრაფოდ წახვიდეთ საავადმყოფოში, ვიდრე სახლში დარჩეთ.

 


შეიძლება დაუჯერებლადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ აშშ-ში გულით დაავადებული პაციენტების ნახევარი, როცა მათ შეტევა ემართებათ, დაუყოვნებლივ არ რეკავენ სასწრაფოს გამოსაძახებლად.

 

 

ქალბატონები უფრო ნელა პასუხობენ

 


ქალბატონებში, როცა გულის შეტევის ნიშნები სახეზეა, უფრო მოსალოდნელია, რომ მკურნალობის დაწყება დაგვიანებულად დაიწყოს, ვიდრე მამაკაცებში და აქიდან გამომდინარე მათში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია.

 


ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ ტენდენციას უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს. მათ გულის შეტევაგადატანილ ქალბატონებს შეკითხვები დაუსვეს და განსაცვიფრებელი შედეგები აღმოაჩინეს. დაავადებაგადატანილი ქალბატონების 1/5-გულის შეტევისას თვლიდა, რომ ეს არა გულის შეტევა, არამედ რაღაც სხვა რამ იყო. ერთმა ქალბატონმა ისიც კი თქვა, რომ მას არანაირი ხალისი არ ჰქონდა წასულიყო სასწრაფო და გადაუდებელ განყოფილებაში, რადგან ფიქრობდა, რომ ექიმები ეტყოდნენ, რომ "იგი მხოლოდ მათი (ექიმების) დროის ტყუილა ხარჯვისთვის იყო მისული იქ."

 

 

ამერიკაში ქალბატონები, ღარიბი ოჯახების წარმომადგენლები და არათეთრი პაციენტები უფრო მეტ ხანს იმყოფებიან რიგებში გულის შეტევისას, ვიდრე სხვები და ხშირად მათ 6 საათიანი ლოდინიც კი შეიძლება მოუწიოთ. ეს კვლევა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს.

 

 

მომზადებულია ამერიკული პრესის მიხედვით

 

კომენტარები: 916
#16   Nino
      
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის❤️შესაძლებელია 19 წლის ასაკში გულის დაავადება აღმომაჩნდეს?
17 ივნისი 2019 17:30
#15   merab
      
ბედნიერი შობა ახლი წელი წამკითხველს:
დილამშვიდობისა:
ვგრძნობ დილით გავიგვიძებ თუ არა გული ფრიალებს,გულის ცემას და საათის წამზომის დანიშვნის დროს წუთში გულის ცემა ნორმალურ დროს 3-7 წამით მეტით შეადგენს ანუ ცუთში 60წამში 63-67 წამია.ხოლო გაგვიძებულზე 60 წამში კი დაახლოებით 78-90 წამზე ადის გულის ცემა როდესაც ვგრზნობ დისკომფორტს ცუდ მდგომარეობაში.
ვარ მწეველი სიგარეტის და ასევე კანაფის,ვარ თითქმის ყველაფერზე აგრესიული,გადავიგე კარდიოგრამა და დანიშნულება:კონკორი და ტრიმეკორი დილით ორივეს საღამოს მხოლოდ ტრიმეკორს.{ამავდროულად მინდა გითხრათ სექსუალური მოთხოვნა გაზრდილია ძალიან უხეშად,ვპიკრობ ესეც ერთერთი მიზეზი ხომ არ არის არითმიის.ვარ 39 წლის დასაწყიში,გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მომცეთ პასუხი როგორ მოვიკცე.მინდა ისიც აგვნიშნო რომ გადაგება გავაკეთე მუცლის გრუში და მთხოვეს მედიცინის სპეციალისტებმა ც და ბ ანალიზები რაც ჯერ ფინანსურად ვერ მიხერხდება.გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და რაიმე დარიგება მომცეთ ვინც კომპეტენტური პირი ბრძანდებით.მადლობას გიხდით ცინასცარ.
7 იანვარი 2019 19:08
#14   nana
      
GAMARJ0BAТ.GULI MACUXEBS,DZLIERI DARТУMIS MAGVARI 3-4-JER ZEDIZED.ASEVE DZLIERI CHXVLEТA.XSHIRAD ACHKAREBULI GULISCEMA,ТIТK0S AM0XEТK0S.DA RAC MТAVARIA GULISТKIVILIS DR0S MARCXENA XELZE SHEM0VLiТi ТKIVILI RAM0DENIME CAMI.IKNEB MIRCHI0Т RAME.MADL0BA CINASCAR
24 დეკემბერი 2018 14:15
#13   Nini kavtaradze
      
Gamarjobat me maqvs tkivili kuwis aresi maqvs gulis acqarebuli ritmi maqvs gulis revebi ar megona es sinptomebi tu gulis davadebebis iyo ra mainteresebs me var 12 wlis ra unda gavaketo imistvis rom gamovketde? Maqvs axali simtptomi sicxe
20 აგვისტო 2018 01:00
#12   ლელა მოდებაძე
      
მაქვს ტკივილები და ჩხვლეტებს ვგრდძნობ.ხსირად მიბუჟდება ტუჩები,თითქოს გაყინული მაქ .წნვა ნორმალურია.ვარ დაბალწნევიანი.წინასწარ მადლობას გიხდით თუ პასუხს გამცემ.ვარ ემიგრანტი <3
2 აგვისტო 2018 07:32
#11   Bela
      
რამდენი Xანია მაწუხებს ტკივილი Mოვლიტი მტკივა ხელი Dა გულისფიცარი ტუ შEიზლება მირჰიოტ რამე Aნ რისი ბრალია Mადლობტ

მაქვს ტკივილი მოვლითი მტკივდება გულის ფიცარი და მარცხენა ხელი იკნებ მითხრათ რისი ბრალია გმადლობთ
11 მაი 2018 09:12
#10  Tamar
      
გამარრჯობათ ჩემს მეუხლეს რამოდენიმე დხის უკან განუვით!რდა მკერდის არეში არა სასიამოვნო შეგრზნება დავაბრალეთეგრეწოდებულ ჯკვალას რამოდენიმე დხის შემდეგ ისევ განუვიტარდა ახლა უკვე გამოკვეთილად ტკივილი მტელი დხის განმავლობაში სამჯერ მკერდის უკანა ბეჯისმხარეს გამჯოლიი ტკივილიი თუ შეგიზლიად დაგვიდასტუროთ ეს გულის ტკივილიია თუ ეგრე წოდებულიი ჯვალვაა???
3 დეკემბერი 2017 14:54
#9  კახა
      
მეც ეგრე ვარ 1 წელია უკვე ტკივილები მაქვს გულის არეში კარდიოლოგთან ვიყავი და გულის ბრალი არააო ხან მიჩქარდება გული, გაძლიერებულ გულის ცემასაც ვგრძნობ ხოლმე ეს ყველაფერო მემეართება საღამოობით გული თუარაფერ შუაშია აბა რა არის?

ციტატა: Gegi
მე მაწუხებს მკერდის არეში ტკივილი
მკლავის ტკივილი ეს დაახლოებით
3წ გრძელდება მე ამ გვერდზე წავიკითხე
ჩემთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია

მეც ეგრე ვარ დაახლოებით ოღონდ გულიც მიჩქარდება ზოგჯერ და გამოვარდნებიც მაქვდ და კარდიოლოგმა გული არაფერ შუაშიაო
25 ნოემბერი 2017 07:04
#8   Gegi
      
მე მაწუხებს მკერდის არეში ტკივილი
მკლავის ტკივილი ეს დაახლოებით
3წ გრძელდება მე ამ გვერდზე წავიკითხე
ჩემთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია
24 ნოემბერი 2017 12:04
#7   aleqsandre
      
მაგარია
9 ნოემბერი 2017 08:36
#6   Sali
      
Gamarjobat mainteresebs 25 clisasakshi shesadzlebelia? Gulis daavdeba? Da ra icvevs amas
22 სექტემბერი 2017 02:09
#5   Irma
      
Saxis mklavis da Enis dabujeba aseve metyvelebis da mxedvelobis daaxloebit 2wuti daqveiteba migvanishnebs tu ara gulis daavadebastan?
6 მაი 2017 11:40
#4   xatuna
      
მაინტერესებს რა არის ბრადიკარდია და რამდენად სასისია ის 23 წლის ასაკსჰი,და რა არის სისტოლური გადავსება

რას ნისნავს ბრადიკარდია და რამდენად სასისია ის 23 წლის ასაკსი და რა არის სისტოლური გადავსება

რა არის ბრადიკარდია და რამდენად სასისია ის 23 წლის ასაკსი
12 აპრილი 2017 14:19
#3   zura
      
გამარჯობათ მაქვს ნაღველა ქრონიკულად გართულებული და კუჭი ხშირად მაწუხებს მაგრამ კუჭზე უფრო გული მაწუხებს როდესაც სოდას დავლევ და მომეშვება გულიც მიკლებს მშვიდდება შეიძლება ეს კუჭის ბრალი იყოს თუ გულზეც მაქვს პრობლემა
5 თებერვალი 2017 14:05
#2   რელანდი
      
რა მაინტერესებს შეიძლება რომ ნერვოზის ბრალი იყოს მკერდის ტკივილი
15 ოქტომბერი 2016 07:05
#1   giorgi
      
გამარჯობათ. რა მაინტერესებს ხელ ფწხის გახურება და ტკივილი რა იცვევს ზაან მაინტერესებს
3 აპრილი 2016 16:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი