პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრებს სოზარ სუბარსა და კახა კახიშვილს, იმ გატარებული რეფორმებისთვის, რაც მათი მინისტრობის პერიოდში გატარდა, მაგრამ წულუკიანი აღნიშნავს, რომ გარკვეული საკითხები კიდევ არის მოსაგავრებელი და მისი წასვლის შემდეგ დარჩება ევროპული სტანდარტის ციხეს.

სრულად...

მე დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ჩვენი ერის ისტორიული ოცნება არის ნატოში შესვლა, აღნიშნული განცხადება „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს უსმენდნენ.

სრულად...

პარლამენტში, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ და მთავრობის წევრების შეხვედრაზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „ბოკერიების“ ზეგავლენის ქვეშ იყო გიორგი კვირკაშვილი, სწორედ მათზე ფიქრის გამო, ვერც საგარეო და ვერც საშინაო პოლიტიკა ვერ დაალაგა.

სრულად...

„რა თქმა უნდა, ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში ასევე ძალიან აქტიურად განიხილებოდა და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

სრულად...

„ძალიან მოკლე დროში ჩვენი გუნდი დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს. ვსაუბრობთ სხვადასხვა შესაძლო ვერსიაზე და ბევრი ღირსეული კანდიდატი განიხილება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტობის კანდიდატებად „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის, სოზარ სუბარის და სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

სრულად...

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით „უფრო მძიმე და ფართომასშტაბიანი" ნაბიჯების გადასადგმელად, საქართველოს მთავრობამ ახალი ფორმატები და მექანიზმები შექმნას.

სრულად...

პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის სხდომაზე დეპუტატ ემზარ კვიციანის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მისმა მთავრობამ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და ამის მაგალითია 30 000-მდე მეწარმისთვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოჭრა - საუბარია 2011-2012 წლებში დარიცხულ თანხებზე.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკური რეფორმებით შეამცირებენ სახელმწიფოს ვალებს.

სრულად...

ანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე აცხადებს, რომ თუკი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არანაირი პრობლემა მას არ შეექმნება, თუმცა ექსპერტი გამორიცხავს ამ შესაძლებლობას.

სრულად...

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საზღვაო მიმართულებით, ნატო-საქართველოს თანამშრომოლბაზეც ისაუბრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი