პოლიტიკა

უნდა დავაფიქსირო, რომ სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება. დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ თბილ და კონსტრუქციულ გარემოში, აღნიშნა სომხეთის პრემიერ მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა ქართველ კოლეგასთან ერთად მედიისთვის გაკეთებული განცხადების დროს.

სრულად...

მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებს და სწორედ, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შევძელით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაფუძნება და მოხარულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოირჩევა განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით, აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სომეხ კოლეგასთან ერთად მედიისთვის გაკეთებული განცხადების დროს.

სრულად...

„ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია შიდა სტაბილურობის ისეთ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში“, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ განაცხადა.

სრულად...

„ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული ინციდენტთან - ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

„მხოლოდ ჩვენს ახლო მეგობრებთან და პარტნიორებთან - მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვასა და საბოლოოდ კი მდგრადი, დემოკრატიული, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

მიხარია, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგას, პირისპირ შეხვედრაზე.

სრულად...

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ერთდღიან ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.

სრულად...

აუცილებელია, დადგეს პასუხისმგებლობა ამ საშინელი ინციდენტის გამო, აღნიშნული განცხადება ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააკეთა.

სრულად...

აქ იქნა აღწერილი გუშინდელი მოვლენები და სამწუხაროდ, ეს მოვლენები, თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული, მიმართა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ბორჯომში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი