პოლიტიკა

შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

სრულად...

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია სიტყვით წარსდგა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამართულ კონფერენციაზე, სადაც საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და თავისუფალ საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა.

სრულად...

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუქსემბურგის საჰერცოგოს  შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გარემოს შესახებ მონაცემებს.

სრულად...

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას, ანდერს სამუელსენს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.

სრულად...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ თავის აზრს გამოხატავს პრემიერ მინისტრი. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საზოგადოებაში და „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ გამწესებამ კითხვები გააჩინა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოში მისიას და დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. როგორც იან კელიმ აღნიშნა, დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.

სრულად...

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკანონმდებლო ორგანომ 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია.

სრულად...

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომელთა კანონად გადაქცევა არსებით საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სიკეთეებს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

სრულად...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

სრულად...

ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი