საზოგადოება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. 

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 148-მდე გაიზარდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

სრულად...

ონლაინ გაყიდვების ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს, - აღნიშნული საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ეს ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

სრულად...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას ამჯერად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა. 

სრულად...

ეკონომიკური სექტორის  წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება,  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით

სრულად...

აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე იტესტება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.

სრულად...

კორონავირუსის ფულით გადაცემის მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ეს ჰიპოთეზა აქტიურად მუშავდება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

სრულად...

კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და შესაბამისად დაგეგმონ მათ შემდგომი ვიზიტი, როგორც ექიმთან, ასევე სტანციონარში, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი