სოციალური ქსელი

„კიდევ ერთი ბანკირი, ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრად, თანაც კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, რაც ხალხისთვის სულის ამოხდას და ბინა-ქონების წართმევას ნიშნავს. ყოჩაღ ივანიშვილს. ასე არც ერთ მტერს საქართველო არ დაუჩმორებია ჯერ. უსახო ზალკალიანი ივანიშვილის და კრემლის ინფორმატორად ვაშინგტონში. ყოჩაღ ამერიკასაც. მოუფრთხილდით, მოეფერეთ  ივანიშვილს, არ გაცივდეს, არ დააცემინოს.  ქართველი ხალხი ჭირსაც წაუღია. ამ პატარა ჩვენს საამაყო  ქიზიყში   კი ამდენი სამთავრობო ბიძინისტ-პარაზიტი როგორ დაიბადა პირდაპირ საოცარია“, - წერს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქში“.

სრულად...

შემომაქვს წინადადება, უკრაინის აწ უკვე ყოფილ ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა და დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი წერს.

სრულად...

„პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ პოეტი და დიპლომატი, უკრაინის მოქალაქე რაულ ჩილაჩავა წერს.

სრულად...

ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე წერს.

სრულად...

„ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

არ გაბედოს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ სანქციების გვერდის ასავლელად ქართულ ნაწარმად შეფუთვა რუსული ლითონის, ძვირად დაუჯდებათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

რუსების ისტორიული კატასტროფა და ტრაგედია ისაა, რომ სახელმწიფო კონსტრუქცია ვერ ააგეს, ისტრიული ტრაექტორია განვითარებისა არ იყო უწყვეტი და საკუთარი კულტურული წიაღიდან გამომდინარე: წყვეტები იყო უზარმაზარი ნახტომებით და სრულიად სხვადასხვა პარადიგმებზე აგებული!

სრულად...

„9 აპრილს რუსეთიდან შემოსულ ტურისტებს რომ დახვდები, ლარსის გამშვებ პუნქტზე, 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის, 1991-93 და 2008 წლების სამი ომის შემდეგ, არა 1, 17 ან 37, არამედ 9 აპრილს, რა სიმბოლურია, არა?!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს და ამის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც 2012 წლის 9 აპრილს, ლარსის გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ხელისუფლების წარმომადგენელი, მცხეთა-მთიანეთის მაშინდელი გუბერნატორი, ცეზარ ჩოჩელიც ჩანს.

სრულად...

ვისაც არ მოეწონება ცივი წყალი დალიოს, საბედნიეროდ ჯერ კიდევ გვაქვს. აი ეს არის იმ ხალხის ნამოქმედარი ვინც დღე და ღამ კლავიატურით იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის.

სრულად...

Fitch-მა რუსეთის რეიტინგი დასწია ბოლოსწინა C ნიშნულამდე, დარჩა დეფოლტი, დღეები დარჩა აქამდე. რუსეთი განაცხადებს, რომ ვერ იხდის საგარეო ვალებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი