სოციალური ქსელი

„ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ესროლოს გაბუნიას... გაბუნიამ თქვა ის, რასაც პრივატულად ამბობს ან ფიქრობს ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა ივანიშვილის მოღალატე ბანდისა, რომლებიც სეპარატისტ-ოკუპანტებზე ნაკლებნი არაფრით არ არიან“, ასე ემხაურება სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანის განცხადებას.

სრულად...

გიგა ბოკერიას ცოლი იძახის, მიშა და ნაცები ცუდიაო, „პროვოკაცია მოაწყვესო და ფინალში თვალებდათხრილი ხალხი მივიღეთო“. კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი და კიდევ კარგად მოუხერხებია ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში - აცხადებს „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას „დიდი სიამოვნებით შეელეოდა“, მაგრამ იგი არ არის „კობახიძესავით იოლად ხელის შემოსარტყმელი“ და „გახარიას ბუზსაც ვერ აუფრენს, თუ თვითონ არ გადადგა რაღაც დიდის სანაცვლოდ“.

სრულად...

საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის ამომრჩევლებს მიმართავს და საყვედურობს, რომ მის ნაცვლად მათ აირჩიეს ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც „მოგჭრათ თავი მთელ მსოფლიოში და შეგაწერათ მილიონიანი ბიზნესები“.

სრულად...

„ქართული ოცნების“ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც არ ემხრობიან შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას და მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას „იქნებიან ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატები, რომლებიც შემდეგ მიიღო ოცნებამ თავის რიგებში“, აცხადებს თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფორმებში „ფეისბუქზე“ გამოხატულ განცხადებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა და თქვა, რომ გვარამიასნაირ „უსულო ადამიანს ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას“.

სრულად...

პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის შვილი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით“ დაწყებულ „თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს“ უერთდება.

სრულად...

„მე დავიწყე უკრაინაში კამპანია-უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სრულად...

„გუშინდელ დღემდე არასდროს მიფიქრია ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე: ნეტავ მამაჩემს ეს დაენახა, გაეხარდებოდა, რომ ამ ქვეყნის მომავალს საიმედო პატრონი ჰყავს“, აცხადებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეფასებისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი