თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მინისტრის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

სრულად...

6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი გენერლის
მშობლიურ სოფელში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მიაგო. ჯუანშერ ბურჭულაძე
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-
მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული გმირის ღვაწლი და საქართველოს წინაშე მისი დამსახურება
კიდევ ერთხელ გაიხსენა.

სრულად...

თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით მთავრობის ინიციატივით „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 80 მომხრე, 2 წინააღმდეგით, პირველი მოსმენით მიიღო.

სრულად...

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა ედიტე მედნეს, ანდრიუს კალინდრასა და რიინა კალიურანდს საქართველოს მრავალწლიანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

საჯარისო დაზვერვის ოფიცრებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრში აერომობილური სწავლება დაასრულეს. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მუხროვანის ბაზაზე მიმდინარეობდა, სადაც მსმენელებმა საპარაშუტო და აერომობილური მომზადება გაიარეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის
ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა შერაზ გასრის საქართველოში ელჩის
პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის
თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრის მოადგილემ
ფრანგულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და
რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის
ფონზე, საერთაშორისო პარტნიორებისა და საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერების
მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სრულად...

თავდაცვის ძალების მეთაურმა დასავლეთ საქართველოში არსებული ქვედანაყოფები მოინახულა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი