თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის "ალფა" ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება დღის და ღამის პირობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნით ფაზაში "ალფა" ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონმა და საინჟინრო ოცეულმა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.

სრულად...

ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში ბორტოპერატორის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა. შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სრულად...

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას გააძლიერებენ. საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. 

სრულად...

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაღუპული სამხედროსა და მისი თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

სრულად...

მე-5 საარტილერიო ბრიგადამ დასკვნითი საველე სწავლება დაასრულა. ვაზიანის პოლიგონზე „გრადლარის“ ბატარეის პირველ საცეცხლე ოცეულს მე-5 საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა მხარს. ქვედანაყოფის ამოცანას წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა.

სრულად...

BBC-ის სტატიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოეხმაურა ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი