თავდაცვა

კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის (ISMS) უწყებთშორისი კურსი მიმდინარეობს. სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლები ესწრებიან.

სრულად...

ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ,,საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კიბერტერორიზმის საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა. 

სრულად...

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იუბილარია. სკოლის იუბილეს წინ უძღოდა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში ჯერ აბულის სამთო სასროლეთზე, შემდეგ კი, გუდაურში მიმდინარეობდა.

სრულად...

ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაიარეს. სამკვირიანი სწავლება თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრს გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ პირად რეზიდენციაში უმასპინძლა.

სრულად...

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის
პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი
სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას
წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას
უზრუნველყოფს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში
იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. საკონტრაქტო
სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია,
სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი
კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი