თავდაცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო.  

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან გიორგი მათიაშვილთან ერთად, კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა პარტნიორი თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა გრძელდება. ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მორიგი შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან გამართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2. სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი