რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთისადმი შიშმა ტაივანიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა
24-03-2022, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ევროპაში ომი აზიური კუნძულიდან, ტაივანიდან კაპიტალის მასობრივი გადინების მიზეზი გახდა. როგორც CNN იტყობინება, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩინეთმა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა ტაივანის წინააღმდეგ, რამაც კუნძულიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა.

 


რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი კვირის განმავლობაში, უცხოელმა ინვესტორებმა დაახლოებით 480 მილიარდი ტაივანური დოლარის (16,9 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქციები გაყიდეს, იტყობინება ალექს ჰუანგი, ტაიპეიში დაფუძნებული კომპანია Mega International Investment Services-ის დირექტორი.

 


მისი თქმით, ეს გადინება რეკორდულად ყველაზე დიდია, რაც აღემატება უცხოელი ინვესტორების მიერ ტაივანის აქციების გაყიდულ ღირებულებას მთელი 2021 წლის განმავლობაში, რომელიც Bank of America-ს ანალიტიკოსებმა შეაფასეს $15,6 მილიარდად.

 


Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაივანში გასულ თვეში 15,6 მილიარდი დოლარის გადინება დაფიქსირდა, რაც შარშანდელ 15,3 მილიარდ დოლარს აღემატება.

 

 

ტაივანი ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შედის, მაგრამ მასზე პეკინის იურისდიქცია არ ვრცელდება, თუმცა ჩინეთი კუნძულზე პრეტენზიას აცხადებს.

 

 

პოლიტიკური კონტექსტი 

 

 

2021 წლის იანვრის ბოლოს, ჩინეთმა ძალიან მკაცრად გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“. როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ გამაფრთხილებელ განცხადებას წინ უძღოდა პეკინის სამხედრო აქტივობები და კუნძულის სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა. ამასთან, პეკინისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ტაივანი ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

 


2021 წლის 28 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ტაივანის სამხედრო აღჭურვილობის განმტკიცებას.

 

 

ჩინეთი ტაივანს თავისი ტერიტორიის სეპარატისტულ წარმონაქმნად მიიჩნევს, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ აცხადებს.

 

 

„ჩვენ სერიოზულად ვეუბნებით ტაივანის დამოუკიდებელ ძალებს: ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან, საკუთარ თავს ამოიბუგავენ ამ ცეცხლში, და ტაივანის დამოუკიდებლობა ნიშნავს ომს“, განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვუ ქიანმა 2021 წლის 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მან ასევე დაიცვა ჩინეთის ამჟამინდელი სამხედრო აქტივობები და აღნიშნა, რომ ეს „საჭირო ქმედებებია, რომელიც ტაივანის სრუტეში ახლანდელი უსაფრთხოების სიტუაციისკენ არის მიმართული და ემსახურება ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას“.

 

 

ჩინეთის განცხადების საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა 28 იანვარს, მოგვიანებით, განცხადება გააკეთა. „მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კომენტარები სამწუხაროა და უდავოა, რომ ის არაპროპორციულია ჩვენს განზრახვებთან მიმართებაში, რომელიც „ტაივანთან ურთიერთობების აქტის“ ქვეშ ჩვენს ვალდებულებებს შეესაბამება“, თქვა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ და დაამატა, რომ პენტაგონი „ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა იქცეს ტაივანის გარშემო არსებული დაძაბულობა კონფრონტაციის მიზეზად“.

 

 

1949 წელს, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ჩინეთსა და ტაივანს თავიანთი, ცალ-ცალკე მთავრობები ჰყავს, თუმცა პეკინი ტაივანს თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

 

 

2019 წლის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში გასაერთიანებლად. სი ძინპინმა დაჟინებით მოუწოდა ტაივანის მოქალაქეებს მიიღონ მდგომარეობა, რომ ის „უნდა იყოს და იქნება“ ჩინეთის შემადგენლობაში.

 


მან კიდევ ერთხელ გაიმეორა პეკინის მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოწოდება ერთი ქვეყნის შემადგენლობაში ორი სისტემის საფუძველზე მშვიდობიანი გაერთიანების თაობაზე, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ჩინეთი დაიტოვებს უფლებას, გამოიყენოს ძალაც.

 


მაშინ როცა ტაივანს თავისი არჩეული ლიდერი ჰყავს და დე-ფაქტო დამოუკიდებელია, მას ოფიცილაურად არასდროს გამოუცხადებია ჩინეთისაგან დამოუკიდებლობა. ჩინეთი კუნძულ ტაივანს მის მოწყვეტილ პროვინციად მიიჩნევს.

 


ტაივანელმა ხალხმა „უნდა გაიგოს, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ სიძნელეებს მოიტანს“, განაცხადა სი ძინპინმა და დაამატა, რომ პეკინი არასოდეს იქნება შემწყნარებელი ტაივანის დამუკიდებლობის აქტივობის მხარდამჭერი რაიმე ფორმისადმი და მხოლოდ გაერთიანება არის „გარდაუვალი აუცილებელი პირობა ჩინელი ხალხის უფრო დიდი და ეფექტური განვითარებისათვის“.

 


მან ასევე ხაზგასმით თქვა, რომ ტაივანთან ურთიერთობა „ჩინეთის საშინაო პოლიტიკის ნაწილია“ და „უცხოური ჩარევა მიუტევებელია“.

 


პეკინი „იტოვებს არჩევანს ყველა საჭირო ზომის მიღებისა“ იმ გარე ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ერევიან მშვიდობიან გაერთიანებაში და ტაივანურ სეპარატისტულ აქტივობებში, გამაფრთხილებლად თქვა მან და ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირა პეკინის ხანგრძლივი და მტკიცე პოზიცია.

 

 

რას ფიქრობენ ტაივანში? 

 


სი ძინპინის მიერ სიტყვის წარმოთქმამდე ერთი დღით ადრე ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა განაცხადა, რომ პეკინმა უნდა მიიღოს ტაივანზე ჩინეთის რესპუბლიკის [მან საუბრისას ტაივანის ოფიციალური სახელი - ტაივანზე ჩინეთის რესპუბლიკა - გამოიყენა) არსებობა და გამოიყენოს მშვიდობიანი საშუალებები მისი განსხვავებულობის გადასაწყვეტად.

 


მან თქვა, რომ ჩინეთმა „პატივი უნდა სცეს 23 მილიონი ადამიანის დაჟინებულ სწრაფვას თავისუფლების და დემოკრატიისკენ“.

 


2018 წლის ნოემბერში პრეზიდენტ ცაის პოლიტიკურმა პარტიამ რეგიონულ არჩევნებში საკმაოდ დიდი წარუმატებლობა აჩვენა, რაც პეკინის მიერ მისი სეპარატისტული პოზიციისადმი დარტყმად იქნა აღქმული.

 

 

ტრამპის პოზიცია ტაივანზე და ჩინეთის რეაქცია

 

 

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად ახლადარჩეული ტრამპის მიერ ტაივანის ლიდერის, ცაი ინგ-ვენის სატელეფონო ზარზე პასუხმა, სერიოზული წუხილი გამოიწვია პეკინში. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ტაივანის მთავარი სამხედრო მოკავშირეა, ათწლეულების განმავლობაში ტრამპამდე, ქვეყნის ლიდერთან შეერთებული შტატების არც ერთ არჩეულ პრეზიდენტს არ უსაუბრია.

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინმა ოფიციალური საპროტესტო განაცხადი გააკეთა შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაივანის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. აღნიშნულის საპასუხოდ კი, ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს „ფრთხილად, ჯეროვნად მიუდგეს ტაივანის საკითხს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო მღელვარება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში“.

 

 

თავად ტრამპმა პეკინის მიერ ვაშინგტონისთვის გაგზავნილი ოფიციალური საპროტესტო განცხადების შემდეგ, „თვითერზე“ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა და გააკრიტიკა ჩინეთი მისი მონეტარული პოლიტიკისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ოპერაციების გამო. 

 

 

მოგვიანებით კი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა არ არის აუცილებელი გაჩხერილი იყოს მის ხანგრძლივ პოზიციაში, რომ ტაივანი „ერთი ჩინეთის“ ნაწილია. 

 

 

მე სრულად მესმის ‘ერთი ჩინეთის პოლიტიკა’, მაგრამ არ ვიცი რატომ უნდა ვიყოთ შეზღუდული ‘ერთი ჩინეთის’ პოლიტიკით თუ ჩვენ არ ვდებთ ხელშეკრულებას ჩინეთთან სხვა მიმართულებებით, მათ შორის ვაჭრობის მხრივ“, - აცხადებდა ახლადარჩეული პრეზიდენტი ტრამპი „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი