სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი“, აცხადებს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნიკა მელიას დაკავების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოუწოდა ხელისუფლებას, „სასწრაფოდ გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები და სასწრაფოდ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერის მოადგილე, არტავაზდ ტონოიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი არარატ დარბინიანი, განძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ჰრაჰატ სირაკანიანი და სპეციალისტები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, განძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ განძაში და საღამოში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს/კრებებს მართავენ.
სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელთან, შოთა როსტიაშვილთან, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან, ბორჯომის მერის მოადგილესთან, სოსო რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანში, ციხისჯვარში და ანდეზიტში მოსახლეობას შეხვდა.
ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე, პარლამენტის შენობასთან, ანზორ მელიამ, დაკავებული ნიკა მელიას მამამ.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს ვნახეთ, რომ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოგროვდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ ამომრჩევლებშიც კი არის განცდა, რომ რაც შსს-მ გააკეთა, იყო კანონიერი და პროპორციული ძალა გამოიყენა.
ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.
სახელმწიფო კანცელარიასთნ ოპოზიციური პარტიების მიერ მოწყობილ აქციაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეკრებილებს მთავრობის წევრების კაბინეტებიდან გამოყრისკენ მოუწოდა, თუმცა დააზუსტა, რომ ეს კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს.
სახელმწიფო კანცელარიასთნ ოპოზიციური პარტიების მიერ მოწყობილ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დღეიდან იწყებენ გამათავისუფლებელ მოძრაობას.
სახელმწიფო კანცელარიასთნ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია ცოტა ხანში სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.