„ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს, მინდა, ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის იმისათვის, რომ მას თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის საშუალება მიეცა.
ბევრი რამ ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდილეობით, ზოგიც უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ზოგიც მერკანტილური მიზნებით, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ამ 30 წლის განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ თუ ესკალაცია და პოლიტიკური ოპონენტების დევნა გაგრძელდა, ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება პირველი იყოს, რომელიც საქართველოს სანქციებს დაუწესებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ჰო, ახლა მელია ნაცსოროში იმალება და იყო დრო, როდესაც 1996 წელს პროკურორმა ეროვნული მოძრაობის ბიჭებზე დახვრეტა რომ მოითხოვა, ისინი ამას შავლეგოს სიმღერით და შემდეგ სასამართლოს საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში გამოწყობილები ჩოხებში ჩაცმულები შეხვდნენ!
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გიორგი გახარიას დამოუკიდებელი მამაცობის და კეთილშობილების ვისაც გჯერათ, ირიბად აღიარებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა წავიდა, რაც მე არ მჯერა და ამაზე უკვე დავწერე, რომ ეს შეთანხმებული თამაშია, გახარიას თამადობით ოპოზიციური პარტიის გასაკეთებლად.
მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც: „ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობით“. ამავე დროს აშშ-მ განსაზღვრა, რომ იგი შეინარჩუნებს ამ ქვეყნების დამოუკიდებელ საელჩოებს აშშ-ში შემდგომი 50 წლის განმავლობაში (ანუ 1990 წლის ჩათვლით).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.