1840-იან წლებში ტფილისური ცხოვრება სულ უფრო საინტერესო ხდებოდა, როგორც კულტურულად ისე ყოფით. გამოჩნდნენ მხატვრები: ტფილისელ რაფაელად წოდებული, თვითნასწავლი ავნათამოვი იაკობი (1806-1881), საკმაოდ საინტერესო პორტრეტების ავტორი, ზოგიერთ პორტრეტს მეხსიერების მიხედვით ხატავდა. შექმნილი აქვს პატრიარქ ეფრემის, მაღალი თანამდებობის პირთა: ერმოლოვის, პასკევიჩის, როზენის, გოლოვინის პორტრეტები. ტფილისში ქმნიდნენ ასევე ოდესელი პორტრეტისტი კონრადი და ბარტა.
გუშინწინ, როცა მოულოდნელად საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე აუწყეთ, 15 წუთი არ იყო გასული, სოციალურ ქსელში სტატუსი დავდე სათაურით: „გახარია წავიდა თუ მოდის?!“
თელ-ავივში დასრულებულ გრანდ სლემზე დღეს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა ტატამზე და ექვსივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ. მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მგონია, რომ გიორგი გახარიამ ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში.
ცხადია ივანიშვილი ჭადრაკს გვეთამაშება. მოედნიდან გაწია პრემიერი გახარია, რომელმაც ნამახვან ჟონეთის ჰექტრობით ( ჩვენი, ჩემი და შენი) საკუთრება დაუკითხავად გადასცა თურქებს და წინ წამოწია პრემიერ ყოფილი, რომელსაც საყდრისის აფეთქებაში და ბიძინასათვის ოქროს მოპოვებაში აქვს გამოცდილება.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ უცხოელი დიპლომატების - აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის სახელით პროცესის დეესკალაციისა და დიალოგის გამართვისთვის მზადყოფნა გამოხატა და დასძინა, რომ ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, თუმცა დააკონკრეტა, რომ დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და „არა დიალოგი დიალოგისთვის“.
პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ 2021 წელს 30 %-ით იზრდება დაფინანსება მაგისტრალური პროექტების მიმართულებით.
ირაკლი არის გაჯერებული კაცი, ანტიეგო აქვს თავისი და კარგად უწყის მის მიერ ნაფიქრი - „ახლა ჩვენ ამას გავაკეთებთ“, ეს [ანტიეგო] ეუბნება - „არა, ამ მომენტში ამის გაკეთება არ შეიძლება“ და ჰიპერეგოსგან ეს დაიცავს...
მარტვილში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.