მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში 2020 წლის 14 ნოემბერს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „ლატლიიშდ“. ორგანიზაციის მიზანია ლატალის თემის განვითარება და ამ პროცესებში ქალების აქტიურობის გაზრდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველოს ბევრისთვის გაუძლია, საქართველოს ჰყავდა მეფე ბაგრატ რეგვენიც, იმასაც გაუძლო, ასე რომ, ღარიბაშვილსაც გაუძლებს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ იყო პერიოდი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ რეფორმების ის მასშტაბი, რომელიც მან ჩაატარა, საფუძველს იძლევა, რათა მას მხარი დაუჭიროს 76-მა და მეტმა დეპუტატმაც.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში დიდთოვლობას ამ ეტაპზე პრობლემები არ შეუქმნია.
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია სამხედროებისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლსა და ყველა ტიპის გადაცდომაზე შესაბამის რეაგირებას.
„მთავრობის პასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველების მიერ ერთპარტიული სიტუაციის გადაჭრა ქვეყნის პრიორიტეტია. შედეგებს რაც შეეხება - ისინი სავალალოა, შედეგები ძალიან მძიმეა. პირველ რიგში, ერთპარტიული პოლიტიკა უკიდურესად არასტაბილურია“, აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.
„ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომამ ცხადყო, რომ ქვეყანას ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს.
„რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს ღარიბაშვილი კომპანია CEFC-სთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ-ჩინური ინტერესების გამტარებელია“ - ამ თემასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, რომლის თავმჯდომარეა თინათინ ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს, საზოგადოებას და თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართავს.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის 16-მა პედაგოგმა და ადმინისტრაციის 4-მა თანამშრომელმა სავალდებულო ტესტირება გაიარა და მხოლოდ ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.