„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული არის „მძიმე შიდა სისხლდენა“, რაც მმართველი პარტიის კოლაფსით დასრულდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოვლინდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).
„ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კვლავ აქტიური ჩართულობა დასტურდება.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილს აქვს ორი უაღრესად ღირებული უნარი: ჩასაფრება-მოთმინების და კრიტიკული ვითარებიდან თავის დაძვრენის. ეს უნარები მან 90-ანი წლების რუსეთში გამოიმუშავა და ბოლო წლებში საქართველოში გამოავლინა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგების თხოვნით, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი უძღვებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობრივი შედეგი გამოიღოს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიშობს, რომ ქვეყანაში დღითიდღე მზარდ პოლარიზაციას, დაძაბულობას და დაპირისპირებას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა.
„უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ჩვენი შესანიშნავი დირექტორი, მასწავლებელი, ყველას დამხმარე და დიდებული ოჯახის წარმომადგენელი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი აღარ არის ჩვენ გვერდით. ძალიან დასანანია, მაგრამ რა შეგვიძლია, - განუცხადა წალკის მუნციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სურიკ ბაბოიანმა GUARDIAN.GE-ის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.